#სილამაზე

MET GALA-ს ყველაზე ექსტრავაგანტური თმის აქსესუარები

გაზიარება:

პომპეზურობა, გლამური და დიდი რაოდენობით გრაცია, აი რა აქცევს Met Gala-ს საქველმოქმედო საღამოს, წლის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად. ღონისძიებას ხელოვნების, მოდის, კინემატოგრაფიისა და მუსიკის სფეროში მოღვაწე ვარსკვლავები 1948 წლიდან ესწრებიან, იმ მომენტიდან, როდესაც ელეანორ ლამბერტმა თავის დიდებულ იდეას ხორცი შეასხა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე წარმატებულად ახერხებს საქველმოქმედო საღამოს გამართვასა და მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის შემოწირულობის შეგროვებას.

გრანდიოზულ საღამოზე გამორჩეული ჩაცმულობების გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თმის აქსესუარებსაც, რომელსაც ცნობილი ადამიანები და მათი სტილისტები მეტი პომპეზურობისთვის ირჩევენ.

1. პატარა ტიარა

2022 წლის Met Gala-ს ორგანიზატორებმა ანა ვინტურიმ და დღის ნამდვილმა დედოფალმა ბლეიკ ლაივლიმ წითელ ხალიჩებზე პატარა ტიარები მოირგეს, ტიარით ვიხილეთ vogue-ის ახალგაზრდა ჟურნალისტი და ცნობილი ბლოგერი ემა ჩამბერლინი.

2. პომპეზური ქუდები

პომპეზურობის გარეშე გუშინდელი საღამო უბრალოდ ვერ ჩაივლიდა, წითელ ხალიჩაზე პირველი გრანდიოზული აქსესუარით სარა ჯესიკა პარკერი ვიხილეთ, რომლისთვისაც მისი ქუდი კაბის სტილიზებულ გაგრძელებას წარმოადგენდა.

3. აბსტრაქტული აქსესუარები

უინი ჰარლოუ წითელ ხალიჩაზე აბსტრაქტული თეთრი კაბით და კიდევ უფრო უჩვეულო თმის აქსესუარით ვიხილეთ. არანაკლებ ორიგინალური იყო მომღერალ ალისია კისის საფეხუროვანი აქსესუარი.

4. ვერცხლი და ოქრო

მოოქროვილი გლამური ოქროსფრის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს ფერი გასულ ღამეს დიდი რაოდენობით ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე, თუმცა ვერცხლისფერსაც ჰქონდა საპატიო გამონათებები.

5. ბუმბულები

მოდელი ქუანა როუზი ყოველთვის და ყველგან თავისი კულტურის ერთგული რჩება, Met Gala-ზე ქუანამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ეთნიკურ წარმომავლობას და წითელ ხალიჩაზე ბუმბულის თავსაბურავით გამოჩნდა.

ზევით