როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
გასულ წელს (სახლში გამომწყვდეულებისთვის) ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კომფორტი გახლდათ. თავისთავად ეს მოთხოვნა ჩვენს ჩაცმულობაზეც აისახა (სახლში მაინც არავინ გვაკვირდება გამჭოლი მზერით), თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა მსოფლიო ბრენდებისთვის და დიზაინერებისთვის ინსპირაციად იქცა, ამიტომ ფართხუნა შარვლებს, წინდებზე წამოცმულ ჩუსტებს და ნაქსოვ ზედებს 2021 წელს ქუჩის სტილშიც შევხვდებით. The Diary მომავალი 12 თვის ძირითად ტრენდებს წარმოგიდგენთ.
მეთევზე
გასული თვეების თავშეცაქცევი აქტივობები ამჯერად ჩვენს გარდერობებში გადმოინაცვლებს. მეთევზის ქუდი, რეზინის ჩექმა, თუ ლაშქრობისთვის განკუთვნილი საწვიმარი ქურთუკი მოდურ Look-ს შექმნის.
დაკემსილი
განსხვავებული ფაქტურებით, თუ გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი მოსასხამები, კაბები, თუ შარვლები 2021 წელს აქტიურად შეგვხვდება, თან recycling ისევ აქტუალურია.
Oversized ხაკისფერი შარვლები
კომფორტული სპორტული შარვლების და პიჟამოების შემდეგ, მოტკეცილ ჯინსებში ჩატევა ცოტა არ იყოს გაგვიჭირდება, ამიტომ უახლოესი 12 თვის მანძილზე ხაკისფერ, დიდი ზომის შარვლებში გამოსავალს ბევრი აღმოაჩენს.
სკოლის MINI
თუ მრავალთვიანი პაუზის შემდეგ საკუთარი სხეულის გამომზეურებას გადაწყვეტთ, საუკეთესო გადაწყვეტილება 90-იანი წლების სკოლის მოსწავლის Look-ი იქნება. Empire Records-დან ლივ ტაილერის პერსონაჟის ჩაცმულობა გაიხსენეთ და დაგვეთანმებით.
მომდგარი და ამოჭრილი
ორიოდე წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც გამოსასვლელი სამოსი გვჭირდება. ახლა, წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურება ეს სამოსი: მომდგარი, მინიმალისტური კაბები ამოჭრილი დეტალებით!
ჩუსტები ყველგან
დიდი ამბავი, თუ ბოლო თვეების მანძილზე თქვენს ფეხს დახურული ფეხსაცმელი თვალად არ უნახავს. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გამონაკლისი.
ნაქსოვი ორეულები
შეგიძლიათ სავარძლიდან ადგეთ და პირდაპირ გარეთ გახვიდეთ. კომფორტული, ფუმფულა და ერთი ფერის ნაქსოვი ორეულები 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.