#სილამაზე

მიცერალური წყალი - რა არის და როგორ გამოვიყენოთ ის?

გაზიარება:

მიცერალური წყალი ეს არის მრავალმიზნობრივი გამოყენების პროდუქტი, რომელმაც სილამაზის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე დაიპყრო ბიუთი გურუებისა და დერმატოლოგების გულები და წლების შემდეგაც, მას ბაზარზე ბადალი ძნელად თუ მოეძებნება.

მაინც რა არის მიცერალური წყალი? ეს გახლავთ ერთგვარი ემულსია, 2-ფაზიანი სისტემა, რომლის მთავარი ინგრედიენტი არის წყალი, მეორე კი მასთან სინქრონულად მოქმედი აქტიური ნივთიერებები - მიცელები, სფერული ქიმიური სტრუქტურის მქონე ნაწილაკები, რომლებიც კანიდან ჭუჭყისა და ზედმეტი ცხიმის მოშორებაზე არიან პასუხისმგებელნი.

მიცერალური წყალი

Bioderma Sensibio H2O Make-up Removing Micelle Solution

 

ყიდვა

მიცერალური წყალი არა მხოლოდ უზრუნველყოფს სახის კანიდან ყველაზე რთული მაკიაჟისა თუ მთელი დღის განმავლობაში დაბინძურებული ფორების გასუფთავებას, ის აგრეთვე პასუხისმგებელია ჩვენი სახის კანის დატენიანებაზეც. 

მიცარალური წყლით სახის გასუფთავებისთვის ბამბის დისკები გამოიყენება, დააასველეთ დისკი და ნაზი მოძრაობებით გაისუფთავეთ სახის კანი. დარწმუნდით, რომ კანი საფუძვლიანადაა გასუფთავებული და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სახის გასუფთავების შემდეგ ეტაპზე.

მიცერალური წყალი

La Roche-Posay Micellar Water Ultra

 

ყიდვა

ბევრი მიცერალური წყლის ანოტაციაში შესაძლოა ამოიკითხოთ, რომ ისინი ჩამობანას არ საჭიროებენ, თუმცა სილამაზის ექსპერტები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ მიცერალურის ჩამობანა უპრიანია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ დღის განმავლობაში მძიმე მაკიაჟს ატარებდით (ორეტაპიანი წმენდის უპირატესობებს შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ).

მიცერალური წყალი

Clinique All About Clean All-In-One Cleansing Micellar Milk 

 

ყიდვა 

მიცერალური წყალი

 Eau Thermale Avène Micellar Lotion

 

ყიდვა 

მიცერალური წყალი

Klorane Micellar Water With Organically Farmed Cornflower

 

ყიდვა 

ზევით