კოსმოპოლიტური კულტურის მექა და მოდის ინდუსტრიის მთავარი კერა ასევე უნიკალურია ისტორიული ძეგლების სიმდიდრითა და გასაოცარი გასტრონომიული შედევრებით.
ღირსშესანიშნაობები
მილანი არქიტექტურული მარგალიტებით გამოირჩევა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი გოთურ სტილში აგებულ საკათედრო ტაძარს უჭირავს. Duomo di Milano-ს ადგილობრივები ხუმრობით „ზღარბსაც“ კი უწოდებენ, რაც ალბათ ტაძრის დიდი რაოდენობით მოჩუქურთმებული სვეტების დამსახურებაა. პიაცა დელ დუომოსთან საფეხმავლო-სასეირნო გალერეაა, რომელიც მილანელთა შეხვედრის ადგილადაც კი მიიჩნევა. გალერეადან პირდაპირი გასასვლელია პიაცა დელლა სკალაზე, სადაც ცნობილი La Scala-ს თეატრია განლაგებული. მილანში ვიზიტისას, რუკაზე must see ადგილებს შორის, ასევე პრადას ფონდის ხელოვნების ცენტრი (Fondazione Prada) მოინიშნეთ, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის კერაა.
ALTA MODA
მილანი არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მოდის დედაქალაქადაა მიჩნეული. სწორედ აქ იმართება მოდის კვირეული, რომელმაც წელს, 27 თებერვალს აიღო სტარტი და 7 მარტამდე სტუმრობდა მოდის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს, მათ შორის – პრიალა ჟურნალების რედაქტორებს, კრიტიკოსებს, IT-გოგონებსა და წამყვან ფოტოგრაფებს. მალევიჩმა „შავი კვადრატი“ დახატა, მილანელებმა კი შექმნეს „მოდის კვადრატი“ – FASHION-ბრენდების უბანი, რომელიც 4 მთავარი გამზირისგან შედგება: Monte Napoleone, Alessandro Manzoni, della Spiga და Corso Venezia.
მონტენაპოლეონე განსაკუთრებით გამორჩეულია ამათთაგან, ვინაიდან სწორედ აქ განლაგდნენ იტალიური მოდის ფლაგმანები: Gucci, Prada, Versace, Giorgio Armani, Valentino, Roberto Cavalli... თუ მოდა თქვენი ცხოვრების განყოფელი ნაწილია, ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც მილანში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ ლამაზი ქუჩები, მოდური ხალხი და მაღალი მოდაა.
CHECK-IN
ჯუზეპე მედას გამზირზე განლაგებული ეკლექტიკური სტილის რესტორანი Carlo e Camilla მინიმალისტური და ამავდროულად, ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა. თანამედროვე სტილის ავეჯს დიდი კლასიკური ჭაღები ამშვენებთ. მილანის შუაგულში მდებარე რესტორანი, რომელიც ერთი შეხედვით მიტოვებული ქარხნის შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, ოდესღაც მართლაც სახერხ საწარმოს წარმოადგენდა. მფლობელებმა – მამა-შვილმა, ტანია და კარლო სოლცებმა შენობას 1999 წელს ახალი სული შთაბერეს, თუმცა არც პირვანდელი იერსახე დაუკარგეს არქიტექტორებისა და დიზაინერების დახმარებით.
რესტორნის შუაგულში ორი დიდი მაგიდაა განლაგებული, რომელიც ვინტაჟური ჭურჭლით გახლავთ გაწყობილი. აქ მოსულს შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი დაიკავოთ მაგიდასთან, დააგემოვნოთ კულინარიის შედევრები და ახალი მეგობრებიც შეიძინოთ – იტალიელები ხომ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან.
სასტუმრო
ქალაქის ცენტრში მდებარე დახვეწილი დიზაინის სასტუმრო VIU Milan, მილანის ჭეშმარიტი მიმზიდველობითა და მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა.
მოდის დედაქალაქის ქუჩებში ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, ღია აუზთან, ხელში პროსეკოთი, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედები იშლება, ნამდვილ მილანურ განწყობას ეზიარებით.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.