#მოდა

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა“

გაზიარება:

Balenciaga-ს რიგით 51-ე Couture ჩვენება დემნა გვასალიამ გუშინ, მოდის სახლის განახლებულ ატელიეში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში მოაწყო. ლეგენდარული ქართველის ახალ დიზაინებზე, ვარსკვლავურ პოდიუმსა თუ კუტიურ სილუეტებზე საკმაოდ ბევრი დაიწერა, თუმცა ის, რაც ყველას გამოგვრჩა, დემნას წერილი იყო, რომლითაც გუშინდელი ჩვენება გაიხსნა. ფრანგულიდან ტექსტის თარგმნა ქართველმა ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ აიღო საკუთარ თავზე და მან მართლაც ულამაზესი სიტყვები გაგვიზიარა.

ანანო ბაკურაძე: არ ვიცი აქამდე რატომ არავინ თარგმნა, მაგრამ ამ სიტყვებით გახსნა დემნამ ბალენსიაგას შოუ... ხოდა მე გითარგმნეთ, იმიტომ რომ ამ უსიყვარულო სამყაროში, საკმაოდ ამაღელვებლად მომეჩვენა

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა.

ვფიქრობდი ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთვხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები“ - დემნა გვასალია.

ზევით