#სილამაზე

„მოჭიქული დონატის ფრჩხილები“ - 2022 წლის ზაფხულის მოულოდნელი ტენდენცია

გაზიარება:

ფრჩხილის ტენდენციები სილამაზის სამყაროში ელვის სისწრაფით იცვლება, ამაში კი სოციალურ მედიას ლომის წვლილი მიუძღვის. თუ რამდენიმე თვის წინ ტრენდთა სათავეში მაქსიმალიზმით შთაგონებული, რთული და დატვირთული ფრჩხილები იდგა, რომლებიც სლამაზის სალონში საკმაოდ ხშირ სტუმრობასაც ითვალისწინებდა, დღეს ყველაზე ტენდენციურად დელიკატური ფრჩხილები მიიჩნევა.

მარტივი, ელეგანტური და საოცრად მინიმალისტური ფრჩხილების დიზაინი, რომელსაც ზედმეტსახელით „მოჭიქული დონატის ფრჩხილებით“ ვიცნობთ, პირველად Met Gala-ზე ჰეილი ბიბერის თითებზე შევნიშნეთ. მარგალიტისებრმა ბზინვარებამ თვალი ყველას მარტივად მოჭრა და ჰეილის სტლისტის ზოლა განზორიგტის ზუსტმა მითითებებმაც არ დააყოვნა. ფრჩხილების სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დეტალურად გაგვიზიარა ის საფეხურები, რომლებიც ამ ეფექტის მისაღებად მან და ჰეილიმ გაიარეს.

ზოლამ ჰეილის ფრჩხილების გალამაზებისთვის OPI-ს პროდუქცია გამოიყენა, OPI GelColor Stay Classic Base Coat-ის ბაზის გამოყენების შემდეგ, OPI GelColor-ის ერთი ფენა Funny Bunny-ს რძიანი თეთრი მოჰყვა, ამის შემდეგ ზოლამ OPI GelColor Stay Shiny Top Coat გამოიყენე, რასაც მოჰყვა OPI Chrome Effects Tin Man Can.

@haileybieber Here’s my nail combo 👀 the 🔑 is to mix whatever color you choose with clear polish to thin it out ✨🫠 @Zola ♬ She Share Story (for Vlog) - 山口夕依

ჰეილი ბიბერის შემდეგ „მოჭიქული დონატის ფრჩხილები“ ვანესა ჰაჯენსმა და Euphoria-ს ვარსკვლავმა სიდნი სვინმაც მოირგეს.

სახლის პირობებში „მოჭიქული დონატის ფრჩხილების“ ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ ღია და გამჭვირვალე Nude ან თეთრი ფერის ჩრდილი გამჭვირვალე ბზინვარებით, ამასთანავე არ დაგავისწყდეთ ბაზისა და ტოპის გამოყენება მიღებული ეფექტის გასახანგრძლივებად.

ზევით