#The Diary x Movement Concept

ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერები მოდაში - The Diary X Movement concept store

გაზიარება:

ახალ რეალობაში სამყარო, რომელშიც ჩვენ ინსპირაციას ვეძებთ, ორად იყოფა: ვირტუალურ და ფიზიკურ ნაწილებად. მაგრამ, რჩევისთვის უფრო ხშირად, მაინც ვირტუალურს მივმართავთ, რადგან სწორედ აქ გვხვდება ბევრი მოდური და თვალის მომჭრელი ინფლუენსერი, რომლის ფოტოებს არამხოლოდ ვიწონებთ, არამედ ვაახლოებთ, “ვასქრინშოთებთ” და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მსგავსი პროდუქციის შემოტანა ჩვენს კონცეპტუალურ მაღაზიაში.

ინფლუენსინგი, როგორც კარიერა საკმაოდ ახალი მოვლენაა.

ამ პროფესიაში მოდიან ან უკვე კარგად ნაცნობი სახეები მუსიკალური, ტელე და კინო სივრციდან, ან სრულიად უცნობი, ახალი სახეები, რომლებმაც პოპულარობას გამორჩეული კონტენტის დამსახურებით მიაღწიეს. ინსტაგრამი ინფლუენსერობის განუყოფელი ნაწილია. ეს პლატფორმა უკვე 13 წელია არსებობს და ბევრი გავლენიანი ინფლუენსერი გაგვაცნო, რომელთა შესახებაც დღეს მოგიყვებით.

ემილი სინდლევი

კოპენჰაგენში დაფუძნებული ემილი სინდლევი თავისი მხიარული ფერების კომბინაციებითაა ცნობილი. მის ჩაცმულობას ხშირად ქერი ბრედშოუს ამსგავსებენ. ემილი გვახსენებს, რომ მოდა სახალისოა, განსაკუთრებით შავი ფერის გარეშე.

ჟოზეფინ ჰაანინგ ჯენსენი

1,2 მილიონი მიმდევრით, ჟოზეფინი თანამშრომლობს Louis Vuitton-თან, Chanel-თან, Bulgari-თან და ბევრ სხვა ცნობილ მოდის სახლთან. მისი ჩაცმულობა საკმაოდ ლაკონიურია და 90ანი წლების და კლასიკური სტილის მიქს წარმოადგენს.

ჟანა დამასი

დამასი პარიზელიIT girl-ის სტატუსით სარგებლობს. მისი სტილი რომანტიკული, ვინტაჟური და რაც მთავარია, კომფორტულია. ჟანას საყვარელი ფერი წითელია, სწორედ ამიტომ მისი ტანსაცმლის ბრენდს ჰქვია Rouje.

ეს ფრანგული ბრენდი სტილის მომგებიან ბრენდად გარდაქმნის კარგი მაგალითია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jeanne Damas (@jeannedamas)

ქლოე ლეკარო

ქლოე ლეკარო ფრანგი ინფლუენსერია, რომელიც საკუთარ მოდის ლეიბლს - Bleu de Vous-ს მართავს. მათი ქურთუკები გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისაგან მზადდება. ქლოეს სტილი ყოველთვის ტრენდულია, ზედმეტი კომერციულობის გარეშე. 

ჯილდა ამბროსიო

ჯილდას ყველა იცნობს მილანური მოდის წრეში. მისი სტილი სექსუალური და თანამედროვეა, ისევე როგორც მისი ბრენდი - The Attico, რომლის ჩვენებაზეც ცოტა ხნის წინ ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა. ჯილდამ სხვა ინფლუენსერებს გაუსწრო. მისი ტანსაცმელი არ წარმოადგენს პოპულარული გოგოს მერჩს, არამედ სრულიად შეესაბამება მაღალი მოდის სტანდარტებს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gilda (@gildaambrosio)

ემა ჩემბერლენი

სიის დასასრულს წარმოგიდგენთ, ყველაზე გავლენიან ინფლუენსერს ვიზუალური და ინფორმატიული კუთხით. ემა ჩემბერლენი Times გავლენიანი ადამიანების ასეულში შედის. ხოლო 2019 წელს მან "საუკეთესო პოდკასტერის" ტიტული "Anything Goes"-ის გამოშვებით მოიპოვა.

ემას სტილი მუდმივად იცვლება, მას უყვარს “გრანჟ” ესთეტიკა, რომანტიკულის და ქუჩის სტილის ერთმანეთში შერევა, საინტერესო მაკიაჟი და არანაკლებად საინტერესო პრინტების მორგება.

ინფლუენსერობა არ წარმოადგენს მარტივ პროფესიას. გამომწერები მუდმივად ელოდებიან ახალ და ლამაზ ქონთენთს, ამავდროულად მარტივია გახდე მოსაბეზრებელი და აუდიტორია დაკარგო. მიუხედავად ამისა, ზემოთ ნახსენები გოგონები წარმატებით ახერხებენ ბრენდების პოპულარიზაციას და ახალი ტრენდების შექმნას. სწორედ ამიტომ, ტრენდების შესწავლისას, მუვმენთის გუნდი მათ გვერდებს მიმართავს, 2024 წლის ზამთრის ტრენდებზე კი უფრო დეტალურად ჩვენს მომდევნო სტატიაში მოგიყვებით.

ზევით