#ცნობილები #სილამაზე #მოდა

მოდის სახლი Valentino კოსმეტიკურ ხაზს გამოუშვებს

გაზიარება:

მას შემდეგ, რაც სამყარომ Valentino-ს მომაჯადოებელი სურნელები შეიყვარა და ის ყველაზე მოთხოვნად პარფიუმადაც კი იქცა მსოფლიოში, მოდის სახლმა სილამაზის ინდუსტრიაში ახალი ფორმით ჩაბმა გადაწყვიტა და ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა პიერპალო პიჩოლიმ კოსმეტიკური ხაზის გამოშვება დაანონსა.

სილამაზე რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც მხოლოდ სიყვარულს შეუძლია... სწორედ სილამაზე მანიჭებს ემოციებს

რას უნდა ველოდეთ Valentino-ს კოსმეტიკური ხაზისგან? - მოდის სახლის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ბიუთი ხაზი გააერთიანებს ყველაფერს, რაც თვითგამოხატვასა და მომაჯადოებელი ლუქის შექმნაში დაგვეხმარება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, Valentino გააერთიანებს 40 სხვადასხვა ტონალობის ტონალურ საცხსა თუ 50 ფერის ტუჩსაცხს, კოსმეტიკურ ხაზში იქნება აგრეთვე თვალის ჩრდილების პალიტრები.

Valentino კოსმეტიკურ ხაზს 31 მაისს წარადგენს და წინასწარი შეკვეთების მიღება აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უმალვე დაიწყება, ხოლო მათთვის ვინც კოსმეტიკის შეძენას წინსწრებით ვერ მოახერხებს, Valentino-ს პროდუქციის შეძენას 2021 წლის აგვისტოდან შეძლებს.

ზევით