#მოდა

MOSHCINO SS 2022 კოლექციის ჩვენება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

ნიუ-იორკში მოდის კვირეულის ციებ-ცხელება დაიწყო, 8 სექტემბერს ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა მოდურმა ღონისძიებამ სტარტი აიღო და მას შემდეგ, ყოველდღიურად ჩვენ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის თვითმხილველნი ვართ.

სულ რამდენიმე საათის წინ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა იტალიური მოდის სახლ Moschino-ს სადებიუტო ჩვენებას უმასპინძლა. ჩვენება Bryant Park-ში გაიმართა და მის წინა რიგებში თავი ცნობილმა მოდელებმა, მსახიობებმა და ინფლუენსერებმა მოიყარეს, მათთვის სპეციალურად პატარა თეთრი სკამები იყო გამოყოფილი და თითოეულ სტუმარს ხელში ქოლგა უნდა სჭეროდა, რაც თავად ჩვენების ნაწილი გახლდათ.

ჯერემი სკოტის ახალი კოლექცია ზღაპრული სილუეტებით, ფერებით და დეტალებით იყო გაჯერებული. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო 25 წლის ამერიკელმა სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა, რომელიც ქალიშვილის გაჩენის შემდეგ პოდიუმს ნელი, თუმცა დამაჯერებელი ნაბიჯებით დაუბრუნდა.

ჯიჯის გარდა Moschino-ს 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა უინი ჰარლოუმ, ტეილორ ჰილმა და ირინა შეიკმა მიიღეს. 

ზევით