#მოდა

ენტონი ფაბიანის Mrs. Harris Goes To Paris-ში გაცოცხლებული Dior-ის ისტორია

გაზიარება:

Focus Features-ის ახალ კომედიური ფილმი Mrs. Harris Goes To Paris, რომელშიც მთავარ როლს ლესლი მანვილი ასრულებს, უსაყვარლესი ბრიტანელი დიასახლისისა და Dior-ის კაბის ერთი ნახვით შეყვარების ისტორიას გვიამბობს. მისის ჰარისს იმდენად დაატყვევებს კრისტიან დიორის ქმნილება, რომ ის მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩავიდეს პარიზში და თავად დაესწროს მაღალი მოდის ჩვენებას, თუნდაც ეს მთლიან დანაზოგად დაუჯდეს.

Mrs. Harris Goes To Paris პოლ გალიკოს 1958 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მიხედვით გადაღებული ადაპტაცია უკვე არსებობს, 2022 წლის ნამუშევრისთვის მწერალი და რეჟისორი ენტონი ფაბიანი და კოსტიუმების დიზაინერი ჯენი ბივანი გაერთიანდნენ და ერთიანი ძალისხმევით რაღაც სრულიად თვალწარმტაცი შექმნეს.

გასულ კვირას გაკეთებული ენტონი ფაბიანის აღიარების მიუხედავად (რეჟისორმა განაცხადა, რომ Dior-ის კაბას ის არასდროს დაუტყვევებია), ფილმი ბრწყინვალედ მოგვითხრობს იმ ირაციონალური ჯადოსნური მიზიდულობის შესახებ, რომლის გაჩენაც მხოლოდ მაღალ მოდას შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, Mrs. Harris Goes To Paris ტკბილი ლტოლვის ზღაპარს მოგვაგონებს ბედნიერი მომენტებითა და მხიარული შემობრუნებებით.

„ფილმის ცენტრში არის ერთგვარი მშვენიერი კარმული გზავნილი, რომელიც ნამდვილად მომხიბლა. ამბავი იმაზე, რომ გაკეთებული სიკეთე, ადრე თუ გვიან, გარკვეულწილად უკან დაგიბრუნდება. ეს არ არის დამახინჯებული მესიჯი, რომელიც მრავლად გვსმენია მოდის სამყაროში, რაც მას უფრო სასიამოვნოს ხდის" - განაცხადა ფაბიანმა.

Dior-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დეფილეს მომენტი, სადაც მისის ჰარისი თავის საოცნებო კაბას ირჩევს, ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი წუთებია ფილმში, ზღაპრულ კაბასთან ერთად. მართალია, ეკრანიზაციის დიდი ნაწილი ფანტაზიით გახლავთ შექმნილი, თუმცა ფაბიანის გუნდი ერთი მნიშვნელოვანი აკვიატებითაც გახლდათ შეპყრობილი, მათ სურდათ, რომ ფილმში მაქსიმალურად ყოფილიყო ისტორიული სიზუსტე დაცული, რაც დიდწილად გამოუვიდათ კიდეც. ~

ფილმის შემქმნელებს დიდ მხარდაჭერა Dior-ის ამჟამინდელმა გუნდმაც გაუწია, მათ მიაწოდეს ფაბიანსა და ბივანს სალონის განვითარების გეგმა, რეკვიზიტები და წვდომა არქივებზე. სწორედ არქივებთან წვდომის საშუალებით შეიქმნა 1980-იან ან 1990-იან წლებში მოდის სახლის ჯადოსნური კაბების რიმეიქი და Dior-ის სტუდიის ინტერიერის ზუსტი ასლი.

ზევით