#მოგზაურობა

მსოფლიოს TOP 8 მისტიკური ტურისტული დანიშნულება

გაზიარება:

სამყარო ჩვეულ რიტმს აუცილებლად დაუბრუნდება, მოგზაურობის მოყვარულები კი დაგროვილ შვებულებებს ერთი ამოსუნთქვით გამოიყენებენ. არჩევანი დიდია: მონატრებული ქვეყნები, ეგზოტიკური კუნძულები, ხმაურიანი მეგაპოლისები, ან რაიმე განსხვავებული… მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილები, რომლებსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს. The Diary მსოფლიოს 8 ყველაზე მისტიკურ დანიშნულებას გთავაზობთ, მთავარია გაბედოთ…

1. კანადა - სასტუმრო Banff Springs

კანადა, ბანფ სპრინგსი, სასტუმრო, მოჩვენებები, საშიში

სტივენ კინგის ნაწარმოების სტენლი კუბრიკისეულმა ეკრანიზაციამ საფუძველი მისტიკური სასტუმროების “გაჰიტებას” ჩაუყარა. კანადაში კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი სასტუმრო-კომპლექსი მდებარეობს, რომელზეც ადგილობრივები უამრავ შემზარავ ამბავს ყვებიან და ირწმუნებიან, რომ ადგილი სავსეა მოჩვენებებით. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სასტუმრო Banff Springs-ის 873-ე ნომერში ცივსისხლიან მკვლელობას მთელი ოჯახი შეეწირა. ზოგი კი იდუმალ კარისკაცს იხსენებს, რომელიც ჰაერში გაუჩინარდა. შოტლანდიური სტილის სასტუმრო დამსვენებლებს მაღალი კლასის სერვისს და რამდენიმე ცნობილ სათხილამურო ბილიკს სთავაზობს.

2. რუმინეთი - სასტუმრო Transylvania

სასტუმრო ტრანსილვანია, რუმინეთი,

სილვანის ბორცვები და ნისლიანი მწვერვალები, ეკლესიის ზარების ხმა და შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები რუმინეთს ისედაც მისტიკურ ელფერს სძენს, მაგრამ ადგილი, რომელიც ტანში შიშის ჟრუანტელს მოგგვრით, ბრანის ციხეა. გოთიკური კოშკებითა და გარსშემორტყმული უღრანი ტყით, ტრანსილვანია საშიში ადგილების სიაში ნამდვილად ეწერება. ეს მიმაერთულება ვლად lll-ს, ვლახეთის ყველაზე სისხლისმღვრელ მმართველს უკავშირდება, რომელსაც საზოგადოება ასევე გრაფი დრაკულას სახელით იცნობს.

3. პოლონეთი - დაგრეხილი ტყე

გადახრილი ტყე, მოღუნული ტყე, პოლონეთი, უცნაური ტყე

პოლონეთში არსებული უცნაური ტყე მეცნიერთათვის კვლავ ამოუხსნელია. გერმანიის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვო ჩარნოვოსთან ე.წ. „დაგრეხილი ტყე“ მდებარეობს, რომლის ოთხასზე მეტი ფიჭვის ხე ძირიდან უცნაურადაა მოღუნული. ამ მოვლენას 1930 წლის შემდეგ დღემდე ახსნა ვერავინ მოუძებნა, ამიტომაც ადგილობრივებს მისტიკური ისტორიების შეთხზვა არ უჭირთ. ერთ-ერთი ვერსიით, ხეები ასე უცნაურად ტყეში არსებული ამოუცნობი მაგნიტური ტალღების გამო გაიზარდა.

4. ინდოეთი - ბანგარჰის ციხე

ბანგჰარის ციხე, ინდოეთი, დაწყევლილი ციხე

რაჯასტანის მზის გულზე, არავალის მთაზე გადაშლილი ციხესიმაგრე ინდოეტში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილ პრინცესას და მის გამტაცებელს - ჯადოქარ სინჰაის უკავშირდება. ჯადოქარმა მოტაცებულ პრინცესას სიყვარულის ელექსირს დალევა შესთავაზა, მაგრამ მისი გეგმა ჩაფლავდა და სინჰაი მოკვდა. გარდაცვალებამდე ჯადოქარმა ბანგარჰის ყველა მკვიდრის დაწყევლა მოასწრო. დღეს ბანგარჰის ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება მზის ჩასვლის შემდეგ აკრძალულია, ადგილობდივები კი იუწყებიან, რომ წყევლამ მიმდებარე სოფლებში არა სიცოცხლე შეიწირა.

5. უელსი - სასტუმრო Skirrid Mountain Inn

უელსი დაწყევლილი სასტუმრო inn

უელსში მდებარე პატარა საოჯახო სასტუმროს შემზარავი ისტორია ექსტრემალ ტურისტებს უკვე დიდი ხანია იზიდავს. ზოგი ამბობს, რომ დაწესებულების ხშირი სტუმრები ჰენრი IV– ს წინააღმდეგობის მებრძოლები იყვნენ, ნაწილი კი თვლის, რომ სასტუმროში კრიმინალებს ჩამოხრჩობის წესით სჯიდნენ სიკვდილით, ხოლო ჩამოკიდებული სხეულის მოძრაობის ხმა სასტუმროში დღემდე ისმის.

6. მავრიტანია - რიშატის სტრუქტურა

რიშატის წრეები, მავრიტანია,

რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც მავრიტანიაში, საჰარაშია განლაგებული, დიდი ხნის მანძილზე კოსმონავტებისთვის მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა. ზოგი თვლის, რომ ეს ადგილი ვულკანური ამოფრქვევის კვალია. მკვლევარები იმასაც ვარაუდობენ, რომ რგოლისებრი წარმონაქმნები ეროზიის მოქმედების შედეგია. კონსპირატორების აზრით კი ეს არამიწიერი სიცოცხლის კვალია და უცხოპლანეტელებმა დედამიწაზე ნიშნული მომავალი ვიზიტებისთვის დატოვეს.

7. პერუ - ნასკას ხაზები

ნასკას ნახატები, ნასკას ხაზები, პერუ

თუ სამხრეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილში მოხვდებით, პერუს თავზე აუცილებლად უნდა გადაიფრინოთ, რადგან იმ საოცრებას, რომელიც დედამიწის ზედაპირს უძველესი დროიდან შემორჩა, მხოლოდ ზეციდან თუ დაინახავთ. გიგანტური ზომის ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილები კულტების სიმბოლოებად მოისაზრება. ისინი იმდენად დიდია, რომ მიწიდან მათი აღქმა ფაქტიურად სეუძლებელია. ნასკას ერთ-ერთი ნახატის, კოლიბრის ფრთების სიგანე 90 მეტრზე მეტია. ერთ-ერთი ვერსიით გიგანტურ ხაზებზე ძველი ინდიელი ათლეტები დარბოდნენ, ანუ ნასკაში რაღაც ოლიმპიადის მსგავსი იმართებოდა, თუმცა რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ნასკას ხაზები დღემდე მისტიკად რჩება.

8. ინგლისი - ჰაიგეიტის სასაფლაო

ჰაიგეიტის სასაფლაო, ინგლისი, მოჩვენებები, დაწყევლილი

ინგლისის მონახულებისას სასაფლაოზე წასვლა თავში აზრად ბევრს არ მოუვა, მაგრამ მისტიკის მოყვარულებისთვის ჰაიგეიტი ერთ-ერთი რჩეული დანიშნულებაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე დაწყევლილ ადგილად ითვლება. საფლავების უსასრულო რიგებში ჩამალული ანგელოზების ფიგურები, მცოცავი ჩრდილები და ძველისძველი სამარხები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შიშისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინოთ. ადგილობრივებს სასაფლაოდან გასული ფერწასული ტურისტებისგან მოჩვენებების შესახებ არა ერთი ისტორია მოუსმენიათ, ზოგიერთი კი იმასაც ყვებოდა, რომ ჰაიგეიტი ვამპირების შეკრების ადგილია.

ზევით