#სილამაზე

მსოფლიოში ცნობილი სილამაზის ბრენდი Biothal უკვე საქართველოშია

გაზიარება:

მსოფლიოში ცნობილი სილამაზის ბრენდი Biothal უკვე ოფიციალურად საქართველოშია! Biothal Georgia გთავაზობთ კანის მოვლის სრულ ასორტიმენტს. პროდუქცია მოიცავს, როგორც სახის, ასევე ტანის მოვლის საშუალებებს: კანის მოვლის ზეთებს, სკრაბებს, გელს, ლოსიონებს, კრემებს, რომლებიც ასუფთავებენ, კვებავენ და იცავენ კანს გარემოს მავნე პირობებისგან.

„ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც შექმნილია ბუნების მიერ და ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ ნედლეულს, რათა შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბუნებისა და ადამიანის ერთგვარი დამაკავშირებელია.“

ბრენდის უპირატესობებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Biothal-ის პროდუქტები მზადდება ორგანული და/ან ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, თითოეული მათგანი თავისუფალია პარაბენებისგან, სულფატების და გმო-სგან. ბრენდის შემქმნელები იყენებენ აქტიურ ინგრედიენტებს და ნედლეულს საუკეთესო ევროპელი მწარმოებლებისგან, ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა კი გახლავთ ის, რომ Biothal-ის პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე.

Biothal-ის ზღვის კანის მოვლის პროდუქცია არის ახალგაზრდობისა და სილამაზის ჯადოსნური ელექსირი, რომელიც აერთიანებს ზღვის ძალასა და ენერგიას, ანიჭებს კანს სიგლუვეს და ბრწყინვალებას, და რაც მთავარია, აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.

წითელ და ყავისფერ წყალმცენარეებს კანზე გადააქვთ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ვიტამინები და მინერალები. Biothal-ის პროდუქცია შეიცავს ალგო + წყალმცენარეების კომპლექსს.

ამჟამად ბრენდი გაყიდვებს აწარმოებს ონლაინ და მიწოდება ხორციელდება საკურიერო მომსახურებით, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. ათასობით ქალმა უკვე დააფასა ბრენდის პროფესიონალური მიდგომა და ბიოტალ პროდუქტების მაღალი ეფექტურობა.

ზევით