#მოდა

მთავარი აქცენტები რენესანსით შთაგონებული Balmain-ის ჩვენებიდან

გაზიარება:

პარიზის მოდის კვირეულში ყველაზე მეტად მისი მრავალფეროვნება გვხიბლავს, ამ კვირეულს აქვს იმის პოტენციალი, რომ ერთდროულად იყოს ელეგანტურიც, მგრძნობიარეც, გლამურულიც და პროვოკაციულიც და ამ პოტენციალს ის ფუჭად არ ფლანგავს. არა ერთი შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ, ჩვენი ყურადღება ახალგაზრდა ოლივერ რუსტინგის შემოქმედებამ მიიქცია Balmain-სთვის, რომელიც დიზაინერის ხელწერისგან სრულიად განსხვავებული და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

რენესანსის ეპოქის შთაგონებით შექმნილი კოლექციით დაწყებული, ჩვენებაზე გამოყვანილი Cher-ით დამთავრებული, გთავაზობთ Balmain-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს მთავარ აქცენტებს.

Cher-ის მოულოდნელი გამოჩენა

ოლივიერ რუსტინგის უახლეს ჩვენებაში, Balmain-სთვის, მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ყველასათვს მოულოდნელად პოდიუმზე, ლეგენდარული მომღერალი Cher-ი გამოიყვანა. ამ სეზონზე,  ცნობილი ადამიანების ხილვით უკვე განებივრებულები ვართ, თუმცა Cher-ის ნახვამ ჩვენების დასკვნით ნაწილში ყველა არფრთოვანებული დატოვა. როგორც რუსტინგმა კულისებში განაცხადა, ეს იყო ერთი დიდი სასიყვარულო წერილი მიძღვნილი ჩვენი პლანეტისთვის.

ჩვენება იყო Balmain Festival-ის ნაწილი

Balmain-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება Stade Jean-Bouin-ის არენაზე გაიმართა და ტრადიციისამებრ, ის ყოველწლიური Balmain Festival-ის ნაწილად იქცა, რომელშიც რუსტინგი 12 ათას ადამიანს იწვევს, რათა მუსიკალურ აქტებთან ერთად ამ ადამიანებმა ერთად მიადევნონ თვალი ოლივერის ახალ ქმნილებებს.

მდგრადი მოდის სადარაჯოზე

„მე ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ხვალინდელი დღის ტენდენცია და როგორ შეიძლება დახმარება“ - განაცხადა ოლივერმა ჩვენების შემდეგ მედიასთან საუბრისას და დაასახელა ის ქსოვილები თუ ტექნიკები, რომელთა დამსახურეითაც ახალი კოლექცია შეიქმნა - ბანანის ქერქის, წაქცეული ხის, 100 პროცენტი მდგრადი ბამბის თეთრეულის და სხვა მასალის ჩამოთვლით, რუსტინგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მდგრადი მოდის მნიშვნელობას. „ეს იყო დიდი გამოწვევა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ამ ახალ სამყაროში შეღწევა, თუმცა მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით ყველაფერი მოვახერხეთ“.

შთაგონება საკუთარი წარმომავლობიდან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოლივერ რუსტინგის ახალი კოლექციის შთაგონებად რენესანსის ეპოქა იქცა, თუმცა მუშაობის პროცესში დიდი როლი ითამაშა დიზაინერის წარმომავლობამაც. ოლივერმა გამოიყენა ეთიოპიის და სომალის სხვადასხვა ტომობრივი ტრადიციები, გაიმეორა ჩაცმის კოდები და ტექნიკები შთამბეჭდავ კონსტრუქციებში, რამაც მისი რენესანსის მოტივები სილუეტებად აქცია.

„მე ნახევრად სომალელი ვარ, ნახევრად ეთიოპელი და აქ დიდი სიყვარულია აფრიკის მიმართ. აფრიკა არის მსოფლიოს დაბადების ადგილი... ეს მე ვარ“ - ოლივერ რუსტინგი.

ზევით