მზე, ზღვა და H&M-ის საცურაო კოსტიუმები

რა გვახსენდება პირველი ზაფხულის ხსენებისას? - რა თქმა უნდა, მზე, ზღვა და ბევრი, ძალიან ბევრი გართობა. წლის ყველაზე ცხელი სეზონის დადგომისთანავე, ხანგრძლივი, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, H&M-მა თბილისის ზღვის იახტ კლუბ La Cote-ში გრანდიოზულ წვეულებას უმასპინძლა. 4 ივნისს, La Cote-ში თავი ქართველმა ინფლუენსერებმა, ცნობილმა სახეებმა და ბრენდის ერთგულმა მეგობრებმა მოიყარეს, მათ შესაძლებლობა მიეცათ H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია დაეთვალიერებინათ და დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. 

H&M-ის 2022 წლის კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისგან, საცურაო კოსტიუმების შემადგენლობაში აღმოაჩენთ გადამუშავებულ პოლიესტერს, გადამუშავებულ პოლიამიდსა და გადამუშავებულ ელასტინს. ბოლო რამდენიმე წელია, H&M-ს აქტიურად ვხედავთ მდგრადი მოდის სადარაჯოზე მდგარს, ბრენდმა მიზნად 2030 წლისთვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი კოლექციების გამოშვება დაისახა და ამ მიზნისკენ ყოველწლიურად თავდაჯერებულად მიიწევს.

„H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია მკვეთრ ფერებსა და განსხვავებული სტილის მოდელებს აერთიანებს, რომელთა მორგებაც ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად არის შესაძლებელი. კოლექციაში მკვეთრი იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ფერი ერთიანდება შოკოლადისფერ ყავისფერთან. ასევე, გამოვიყენეთ უფრო მდგრადი მასალები, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი“ - განაცხადა კარინ ვიკლუნდ ჰეინიგმა, H&M-ის დიზაინერმა.

ახალი კოლექციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სალომე ღვინიაშვილი, ეკო ფანგანი, მანიკა ასათიანი, ქეთევან ხატიაშვილი, მარიამ სანოგო და სხვები. H&M-მა სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო და კოლექციის პრეზენტაციის გარდა, სტუმრებს მიეცათ საშუალება მთელი დღე გაეტარებინათ იახტ კლუბში, მიეღოთ რუჯი, გაესეირნათ იახტით და დასწრებოდნენ იოგას გაკვეთილს.

ზევით