მზისგან დამცავი, როგორც კანის კიბოს პრევენციული საშუალება

მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ კანის კიბო ითვლება ყველაზე გავრცელებულ ვერაგ დაავადებაად, ის იმავდროულად ერთ-ერთი ყველაზე პრევენციული კიბოა. ამ თვის განმავლობაში, მზის ზემოქმედების საშიშროების შესახებ ცოდნის გაზიარებით და ცნობიერების ამაღლებით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა რეალურად არის შესაძლებელი.

კანის კიბოს ყველაზე ეფექტურ პრევენციულ საშუალებად მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენებაა მიჩნეული. SPF-ის ყოველდღიურ რუტინაში ჩასმის აუცილებლობაზე შესაძლოა სოციალური ქსელებიდან თუ ეკრანებიდან აქამდეც არაერთხელ გსმენიათ, თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს სულაც არ არის ცარიელი სიტყვები, მზისგან დამცავის ეფექტი კანის კიბოს პრევენციის დროს რეალურია.

მაინც რა ხდის მზისგან დამცავ საცხებს ასეთ მნიშვნელოვანს? - დღეს სწორედ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

1. გვიცავს  UVA & UVB მავნე გამოსხივებისგან

როდესაც მზისგან დამცავი საცხის შერჩევას დაიწყებთ, აუცილებლად აღმოჩნდებით ფართო ასორტიმენტის, სხვადასხვა SPF სპექტრისა და მახასიათებლის წინაშე. მზისგან დამცავები UVA & UVB დაცვითაც განსხვავდება, თუმცა საბედნიეროდ არსებობს საცხები, რომელთა შემადგენლობაშიც ორივე დაცვის სისტემა ერთადაა თავმოყრილი, ამრიგად კი თქვენი სახის კანი ერთდროულად მზის მავნე გამოსხივებისგან, ნაადრევი დაბერებისგან და კანის კიბოსგან იქნება დაცული.

La Roche-Posay Anthelios 50 Mineral Ultra Light Sunscreen

 

ყიდვა

2. ანელებს დაბერების პროცესს

დაბერების პროცესის შენელება ის გამორჩეული მახასიათებელია, რომელიც SPF საცხებს ასეთ მნიშვნელოვანს და გამორჩეულს ხდით. ფოტოდაბერების პროცესს, რომელსაც ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად გადის, მზის მავნე სხივები ერთი ორად აჩქარებენ. როდესაც 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ, ჩვენი კანის ზედაპირზე კანის სიღრმეში ფორმირებული მუქი ლაქები დაიწყებენ გამოჩენას ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ SPF-ის წასმა იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა - გვეზარებოდა. 

CeraVe Hydrating Sunscreen Sheer Tint

 

ყიდვა

3. მეტი დაცვა ვიდრე  დამატენიანებლებსა და ტონალურებში

დღის დამატენიანებელი საცხები და ტონალურები SPF დაცვით სილამაზის ინდუსტრიაშიც ამ დრომდე ხშირად შეგვხვედრია, ადამიანი შეიძლება დააკმაყოფილოს იმ ფაქტმა, რომ მისი ყოველდღიური დამატენიანებელი თუ ტონალური უკვე შეიცავს მზის მავნე სხივებისგან დამცავ ფაქტორს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მსგავს პროდუქტებში SPF-ის როლი და ეფექტიანობა იმაზე დაბალია, ვიდრე წარმოგედგინათ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ უშუალოდ მზისგან დამცავს, რომელიც თქვენი დილის რიტუალის ბოლო საფეხური უნდა იყოს, ვერც ერთი შემცვლელი ვერ ჩაგინაცვლებთ.

Supergoop Glowscreen SPF 40

 

ყიდვა

4. გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით

მზისგან დამცავი საცხების უმრავლესობა გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით და დამატენიანებელი ინგრედიენტებით, რომლებიც ჩვენი სახის კანის დაცვასთან ერთად მის სიჯანსაღეზეც აგებენ პასუხს. ანტიოქსიდანტების დამსახურებით, რომლებიც ჩვენი SPF-ის შემადგენლობაში შედიან, სახის კანი გარემო დაბინძურებისგანაც არის დაცული, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

EltaMD UV Pure Broad-Spectrum SPF 47

 

ყიდვა

5. მაშინაც კი იცავს კანს, როდესაც მჟავებს მოიხმართ

და ბოლოს, თუ კი AHA-სა და BHA-ს თუ რეტინოლის მომხმარებელი ბრძანდებით, მზისგან დამცავი საცხი ის აუცილებელი კომპონენტია, რომელსაც თქვენი კანის დაცვა უნდა მიანდოთ. AHA და BHA მჟავების დამსახურებით სახის კანი მკვდარი უჯრედებისგან თავისუფლდება და შეიძლება ითქვას, რომ მზის მავნე სხივების პირისპირ დაუცველი რჩება. რაც შეეხება რეტინოლს, მისი გამოყენება თითქმის დროის, ენერგიისა და სახსრების უაზრო ხარჯვა გამოდის, თუ კი დღის განმავლობაში მზისგან დამცავს არ მოიხმართ.

SkinCeuticals Light Moisture UV Defense SPF 50 

 

ყიდვა 

ზევით