ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდა - როჯერ ფედერერი დაამარცხა!

ისტორიული მოვლენაა - ქართველმა ჩოგბურთელმა, ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა!

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა ოფიციალური მატჩი 2020 წლის იანვრის შემდეგ პირველად ჩაატარა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი დოჰას ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო ბრძოლაში და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ბრიტანელი დანიელ ევანსი დაამარცხა.

რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, დოჰას ტურნირის მეორე წრეში ტუნისელ მალექ ჯაზირს შეხვდა და საკმაოდ მარტივად დაამარცხა.

მეოთხედფინალში, ფედერერი ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდა. შვეიცარიელი და ქართველი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს ავსტრალიის ღიას პირველ წრეში. მაშინ ფედერერმა ქართველი ჩოგბურთელი დაამარცხა. თუმცა, დღეს ჩვენი დღეა და სრულიად საქართველო ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებას იზეიმებს!

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველებს არაფერი გვახარებს ისე, როგორც ქართველის გამარჯვება. შეიძლება შიდა ინტრიგებითა და ომებით ერთმანეთს ვასუსტებდეთ, მაგრამ როგორც კი ვინმე საქართველოს საზღვრებს გაარღვევს და მსოფლიო აღიარებას მიაღწევს, ერთნი ვხვდებით და ერთნაირად გვიხარია და ვზეიმობთ. ვფიქრობ, ქართველებს არაფერი ასე არ გვაერთიანებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ქართველი ერის გამარჯვებაც არის და იმ ქართული გენის რომელიც 4 მილიონის სახით დაიარება უზარმაზარ მსოფლიოში.

 

ზევით