#სპორტი

NBA Ambassador - ნიკოლოზ ცქიტიშვილის ახალი სტატუსი

გაზიარება:

NBA-ის ისტორიას კიდევ ერთი ქართველი ათლეტი წერს. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილს შორის მოლაპარაკება დაახლოებით 6 თვეა გრძელდება, რამდენიმე დღის წინ კი კალათბურთელმა საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გვამცნო, რომ მას ევროპასა და შუა აღმოსავლეთში NBA-ის ოფიციალური ელჩის სტატუსი მიენიჭა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი პირველი ქართველი კალათბურთელია ზაზა ფაჩულიას შემდეგ, რომელმაც NBA-ის ასეთი პრესტიჟული წოდების მოპოვება შეძლო. სპორტსმენი ახალი სტატუსით ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებს წელიწადში რამდენჯერმე, 5 დღიანი ვიზიტებით ეწვევა, დაესწრება თამაშებს, საკუთარ 23 წლიან გამოცდილებას კი ახალ თაობას გაუზიარებს.

nikoloz tskitishvili nba ambassador, ნიკა ცქიტიშვილი ელჩი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის - კიმ ბაჰუნის თქმით, ნიკოლოზი ამ ტიტულის სატარებლად საუკეთესო კანდიდატი მისი სპორტული რეზიუმედან გამომდინარე გახდა, რადგან ცქიტიშვილის კარიერა 3 კონტინენტს - ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას მოიცავს. ნიკოლოზ ცქიტიშვილის NBA-ის შეთანხმება ძალაში 2024 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი NBA-ში 2002-დან 2006 წლის ჩათვლით თამაშობდა.

ზევით