როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
კარლ ლაგერფელდის მოძღვრებით, პატარა შავი კაბა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. დღეს მოდა იმაზე გაცილებით თავისუფალი, ქაოტური, ინდივიდუალური და გამომსახველობითია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ საკუთარი სტილის პოვნაში, კონკრეტული სიტუაციისთვის სწორი Look-ის შერჩევაში, თუ უბრალოდ, ახალი Instagram ფოტოსთვის გამოწყობაში იმ მოდური ხრიკების გამოყენება დაგვეხმარება, რომლებსაც lifestyle და fashion ბლოგერები საკუთარი გვერდების მეშვეობით ყოველდღიურად გვთავაზობენ.
ქართველ ბლოგერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნინო ელიავაა. საქართველოში პირველი საერთაშორისო ონლაინ მაღაზიის - MORE is LOVE-ისა და 0711-ის დამფუძნებლის Instagram გვერდი კი მოდური ხრიკების ნამდვილი საბადოა.
ქართული ბრენდები
ნინოს Instagram პოსტების თაგები ძირითადად MORE is LOVE-ის პროდუქციას და ქართულ ბრენდებს მოიცავს. ბლოგერის გვერდზე 5 წუთის გატარების შემდეგ, დიდი ალბათობით ყველა „საჭირო” ქართულ ბრენდს გაიცნობთ.
2.
საერთაშორისო ონლაინ მაღაზიები
ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ნინო ელიავას პირადი გვერდი ნამდვილი მიგნებაა. მოდის ბლოგერი რჩეულ საერთაშორისო ბრენდებს ყველა ფაქტიურად პოსტში გვიზიარებს.
ინდივიდუალური სტილი
შეიძლება ნინო ელიავასთვის სამოსის, აქსესუარების, ვარცხნილობის, თუ მაკიაჟის შეხამება სუნთქვასავით მარტივია, მაგრამ ზემოთხსენებული უნარი ყველას არ აქვს. MORE is LOVE-ის კრეატიული დირექტორის სტილი იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაიმე საინტერესოს მის Instagram-ზე ყველა აღმოაჩენს.
თავის მოვლა
ნინო სოციალურ მედიაში თავის მოვლის პირად გამოცდილებაზეც აქტიურად გვიყვება და საყვარელი beauty ბრენდების პროდუქციასაც გვიზიარებს.