#მოდა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მთავარი ჩვენებები და ტრენდები #SS2022

გაზიარება:

ნიუ-იორკში მიმდინარე 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეული შესაძლოა რამდენიმე დღეა დასრულდა, თუმცა მასზე საუბარი დღემდე არ წყდება. მოდის სამყარო სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ახალი სეზონის ჩვენებებითა და აღმოჩენებით, დამკვიდრებული თუ ახლაღმოჩენილი დიზაინერებით, სილუეტების მრავალფეროვნებით, დახვეწილობითა და ეკლექტურობით.

ხვალ მოდის კვირეულების ციებ-ცხელება ლონდონში გადაინაცვლებს, თუმცა მანამდე გვსურს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მთავარი ჩვენებები და ტრენდები გაგაცნოთ, რომელიც დიზაინერებმა ამ სეზონზე წამოწიეს წინ.

Christian Siriano

მთავარი აქცენტი: კლასიკურობა

აქტუალური ტრენდი: მყვირალა სალათისფერი

Collina Strada

მთავარი აქცენტი: გვეცვას ის, რაც თავად გვსურს

აქტუალური ტრენდი: ნათელი ფერები კოლექციაში

Eckhaus Latta

მთავარი აქცენტი: სექსუალობა და თავდაჯერებულობა

აქტუალური ტრენდი: ასიმეტრიული ჭრილები

LaQuan Smith

მთავარი აქცენი: გლამური პირველ ყოვლისა

აქტუალური ტრენდი: დომინანტი წითელი

Maryam Nassir Zadeh

მთავარი აქცენტი: მოდა დღეს, მოდა ყველასთვის

Peter Do

მთავარი აქცენტი: მასკულინური შტრიხები

აქტუალური ტრენდი: დიდი დოზით აბრეშუმი

Prabal Gurung

მთავარი აქცენტი: ფემინური დიდება

აქტუალური ტრენდი: კორსეტი ტოპი

Proenza Schouler

მთავარი აქცენტი: მრავალფეროვნება მოდაში

აქტუალური ტრენდი: დომინანტი ყვითელი

Thom Browne

მთავარი აქცენტი: დრამატული სილუეტები

ზევით