ნუშის სუპი ზაფრანითა და ძირას სუნელით

არომატული და სასიამოვნო ტექსტურის მქონე წვნიანი ესპანური სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

 

ინგრედიენტები

• 8 ნაჭერი პური

• 150 გრ ნუში (ძალიან წვრილად დაჭრილი)

• 5 კბილი ნიორი

• 1 ჩ/კ ძირას სუნელი

• 3-4 კონა ზაფრანა

• 750 მლ ბულიონი (ქათმის)

• 2 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ქინძი

• 4 ს/კ ზეითუნის ზეთი

• მარილი

• პილპილი

 

მომზადების წესი

პური დაახლოებით 1 სმ-იან კუბიკებად დაჭერით. მოათავსეთ ტაფაზე და ზეითუნის ზეთში შეწვით მანამ, სანამ ოქროსფერ ზედაპირს არ მიიღებთ. გახუხული/შემწვარი კუბიკები სქელ ქაღალდზე გადაიტანეთ და გააგრილეთ. ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ იმ ტაფაში, რომლითაც კუბიკები „შეწვით“ და ნუშთან ერთად დატოვეთ ცეცხლზე მანამ, სანამ ინგრედიენტები ოქროსფრად არ შეიფერება. მიღებული მიქსი საცხობ ჭურჭელში მოათავსეთ, დაამატეთ ქინძის ნახევარი და დარჩენილი ინგრედიენტები. შეაზავეთ მარილით, პილპილით, ზაფრანითა და ძირით. ბულიონი ადუღებამდე მიიყვანეთ. მიღებული მასა გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი პურის კუბიკები და დარჩენილი ქინძი დაუმატეთ. სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანეთ და გემრიელად მიირთვით.

ზევით