ოდრი ჰეპბერნის განუმეორებელი სტილი

ოდრი ჰეპბერნის სტილმა დროს გაუძლო. მსახიობი, რომელიც დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის, მაინც რჩება სტილის დედოფლად და მას დღესაც მილიონობით გოგონა ბაძავს.

ბალერინები

audrey hepburn

„ბალერინა“ ფეხსაცმელი უშუალოდ ოდრი ჰეპბერნის იმიჯთან ასოცირდება. ის, ამ ფეხსაცმელს, როგორც კლასიკურ შარვალებთან, ასევე ჯინსებთან და ქვედაბოლოებთან იხდენდა. მსახიობი ბალერინობაზე ოცნებობდა, ალბათ სწორედ ამიტომ, მის გარდერობში უამრავი ბალერინა ფეხსაცმელი იყო, რომელიც 2017 წელს, „კრისტის“ აუქციონზე, ოდნი ჰეპბერნის სხვა პირად ნივთებთან ერთად გაიყიდა.

ბაფთები

ოდრი ჰეპბერნი

მრავალფეროვანი ბაფთები, ლენტები და თმის აქსესუარები კვლავ მოდაშია, რომელიც ისეთმა დიზაინერებმა, როგორიცაა Prada, Fendi და Simone Rocha მოდის ჩვენებებზე ისევ დააბრუნეს. თმის აქსესუარები ოდრი ჰეპბერნს განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად იმკობდა თავს ხან უბრალო ლენტებით, ხან კი მდიდრული დიადემებით.

მამაკაცის პერანგი

ოდრი ჰეპბერნი

მიუხედავად იმისა, რომ ოდრი ჰეპბერნი ქალურობისა და ელეგანტურობის მაგალითია, მას არაფემინური სამოსიც არანაკლებ უყვარდა. ყველას გვახსოვს სცენა ფილმიდან Breakfast at Tiffany's, სადაც მსახიობს მამაკაცის თეთრი პერანგი აცვია, აღიარეთ, რომ ამ კინო-კადრის ნახვის შემდეგ, თქვენც მოგირგიათ მამის, ძმის ან საყვარელი ადამიანის პერანგი. სხვათაშორის, Mommy jeans-სთან და „ბალერინა“ ან ქუსლიან კლასიკურ ფეხსაცმელთან თუ მოირგებთ უფორმო, დიდი ზომის თეთრ პერანგს, მერწმუნეთ, ამ დღეს ყველაზე გემოვნებიანთა სიაში ავტომატურად მოხვდებით!

ყელიანი სვიტერი

ოდრი ჰეპბერნი

შავი, თეთი, კრემისფერი - ეს ის სამი აუცილებელი ფერია, რომელიც გარდერობში ამ სეზოზნე აუცილებლად უნდა გქონდეთ. მოირგეთ ყელზე დიდი ზომის ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ჯაჭვი, ამოიცვით კლასიკური ჯინსები და 2021 წლის ზამთრის ყველაზე მოდური გოგო იქნებით.

პატარა შავი კაბა

ოდრი ჰეპბერნი

იცოდით, თუ არა, რომ ფილმის „საუზმე ტიფანიში“ მთავარი როლის შემსრულებლად მერლინ მონრო მოიაზრებოდა და არა ოდრი ჰეპბერნი?  სცენარისტი ტრუმენ კაპოტე თავის იდეალურ გმირად სწორედ ჰოლივუდის ამ ქერათმიან ვარსკვლავს ხედავდა​​​​​​. თუმცა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა და მსოფლიომ ჰოლი გოლითლი ჰეპბერნის სახით შეიყვარა. ამ ფილმში ოდრისთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს იუბერ დე ჟივანშის მიერ შექმნილი შავი კაბა თამაშობს, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ნამდვილ ლეგენდად იქცა და დღეს ყველა მოდური გოგოს გარდერობში აუცილებელ და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

ზევით