პარიზის COUTURE FASHION WEEK-ის საუკეთესო ლუქები - დღე 1

Couture Fashion Week მოდის ხელოვნების ზეიმია. დიორი, შანელი, ვალენტინო, სკიაპარელი - ფანტასტიკური დიზაინებით წარდგებიან საზოგადოების წინაშე. მაღალი მოდის კვირეული უმაღლეს დონეზე ორგანიზებული შოუა, სადაც სტუმრებიც კი ამ გასაოცარი ზეიმის ნაწილი ხდებიან. სტატიაში წარმოგიდგენთ პარიზის მაღალი მოდის ყველაზე საინტერესოდ ჩაცმულ სტუმრებს, რომლებიც თავად მოდურ ჩვენებებზე მეტად იქცევენ ყურადღებას ხოლმე.

რიანა, Dior-ის მაღალი მოდის ჩვენებაზე total black look-ითა და თეთრი ქუსლიანი ფეხსაცმლით წარსდგა.

Dior, Rihhana, რიანა, დიორი

ზენდაის სამოსი ხმამაღალი განაცხადი იყო Schiaparelli Haute Couture Spring/Summer შოუზე პარიზში. მსახიობის მოდურმა ლუქმა ტოტალურად ყველა სოციალური პლატფორმა მოიცვა.

zendaia, schiaparelli, ზენდაია, სკიაპარელი

პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი, ელიზაბეტ დებიკმა Dior-ის ჩვენებაზე დასასწრებად არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა. მოდის კვირეულზე ზოგადად მონოქრომული ფერები დომინირებდა.

დიორი, elisabeth debecki, ეიფორია

ანია ტეილორ-ჯოის Dior-ის ჩვენებაზე წითელი მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა. 

ანია ტეილორ ჯოი, დიორი

ეიფორიის ვარსკვლავმა, ჰანტერ შაფერმა Schiaparelli-ის მაღალი მოდის ჩვენებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. შავი კაბა საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი ვულგარულობას არადა და ფემინურობას სძენდა მსახიობს. 3D ყვავილების ყელსაბამი კი საკმაოდ საინტერესო  და თამამი გადაწყვეტილება იყო.

ეიფორია, ჰანტერ შაფერი, სკიაპარელი

კელი რეზერფორდს Dior-ის კლასიკური დიზაინი კაბა არაერთი მოდური სტატიის თემად იქცა.

Kelly Rutherford

ჯეი ლო ნებისმიერი შოუს, საკუთარი იქნება ეს, თუ სხვის მიერ ორგანიზებული, ნამდვილი ვარსკვლავია. ეკობეწვი ამ სეზონის ნამდვილი ჰიტია. ერთი შეხედვით მინიმალისტურ ლუქს, ექსტრავაგანტურობა თავად ჯენიფერმა და Schiaparelli-ის სთეითმენთ სათვალემ შესძინეს.

jlo, ჯეი ლო, პარიზი, მოდა

და ისევ ბეწვი Schiaparelli-ს ჩვენებაზე. ლეროი-ბოულიემ არჩევანი ცხოველური პრინტის ქურთუკზე გააკეთა.

Leroy-Beaulieu, schiaparelli

ზევით