#მოდა

პარიზის COUTURE FASHION WEEK-ის საუკეთესო ლუქები - დღე 2

გაზიარება:

პარიზში, Couture Fashion Week მოდის ხელოვნების ზეიმი გრძელდება. დიორი, შანელი, ვალენტინო, სკიაპარელი - ფანტასტიკური დიზაინებით წარდგებიან საზოგადოების წინაშე. მაღალი მოდის კვირეული უმაღლეს დონეზე ორგანიზებული შოუა, სადაც სტუმრებიც კი ამ გასაოცარი ზეიმის ნაწილი ხდებიან. სტატიაში წარმოგიდგენთ პარიზის მაღალი მოდის ყველაზე საინტერესოდ ჩაცმულ სტუმრებს, რომლებიც თავად მოდურ ჩვენებებზე მეტად იქცევენ ყურადღებას ხოლმე.

მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზიგარი და ლუსი ბოინტონი Chanel haute couture ჩვენებას კლასიკური ტვიდის პიჯაკებში დაესწნენ.

იმ იშვიათ შემთხვევათა რიცხვი, როდესაც ნაომი კემპბელი წინა რიგებში ბრწყინავს. სუპერმოდელი Chanel haute couture ჩვენებაზე გამოჩნდა.

გვინეტ პელტროუ Armani Privé-ს მაღალი მოდის ჩვენებაზე, სრულად შავი ლუქით გამოჩნდა.

გლენ კლოუზი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული სტუმარი, რომელმაც მორიგი გამოჩენისთვის არჩევანი კლასიკურ ლუქზე გააკეთა.

დიანა აგრონი, Armani Privé-ს მაღალი მოდის ჩვენების წინა რიგებში მოდის სახლის პიჯაკითა და კლასიკური შარვლით გამოჩნდა.

ჯულიეტ ბინოში, Armani Privé-ს მაღალი მოდის ჩვენების კიდევ ერთი სტუმარი გახლდათ, რომელმაც არჩევანი total black look-ზე შეაჩერა.

ზევით