როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
პარიზის მოდის კვირეული იმედებს არასდროს გვიცრუებს, მეტიც, ის ყოველ ჯერზე ახერხებს ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაუროს და მოდის დედაქალაქის ტიტულითაც დაიმშვენოს თავი. უკვე არაერთგზის ვახსენეთ, რომ Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით დიზაინერებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვეს და ციფრულ ფორტმატზე გადავიდნენ, მათი ნაწილი კი მომნუსხველ ჩვენებებს დღემდე ღია ცის ქვეშ, ვარსკვლავური წინა რიგების გარეშე მართავს.
Celine
ედი სლიმანის 2021 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება ნამდვილი ზღაპარი და პარიზელი გოგოების სტილით შთაგონებული ამბავი, რომელმაც ნახვისთანავე მიიპყრო ჩვენი ყურადღება და აღფრთოვანებულებიც დაგვტოვა.
Kenzo
ბრენდის დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის - კენზო ტაკადას გარდაცვალების შემდეგ, Kenzo-მ პირველილ კოლექცია წარადგინა, რომელიც ისეთივე მაგიის მატარებელი გახლდათ ამჯერადაც, როგორც დაარსების დღიდან, თუმცა ოდნავ სევდანარევი. 2021 წლის შემოდგომის კოლექციამ როგორც ძველი დიდებული ერთეულები გააერთიანა, აგრეთვე ახალი სამოსი წარმოგვიდგინა, რომელიც ბრენდის მემკვიდრეობის წარმატებული გაგრძელებაა.
Stella McCartney
სტელა მაკარტნი წვეულებისთვის მზადაა, ZOOM ინტერვიუში, სადაც ინგლისელმა დიზაინერმა ახალი კოლექციის შესახებ ისაუბრა, განმარტა, რომ პანდემიამდე კლუბში წასვლა ვერ მოასწრო (რაც არ უნდა იყოს 4 შვილის დედაა), ახლა კი თავის კოლექციასთან ერთად მზადაა გართობისთვის.
Louis Vuitton
გლობალური პანდემიიდან 1 წლის თავზე ნიკოლას ჟესკიერმა 2021 წლის შემოდგომის კოლექცია, არც მეტი არც ნაკლები ლუვრში წარადგინა. ახალი კოლექციის შექმნისას, დიზაინერმა შთაგონებისთვის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის ფორნასეტის ნამუშევრებს მიმართა და მისი კვალი ჩვენებას უდავოდ ეტყობოდა.
Chanel
„მე მიყვარს კონტრასტი, საკმაოდ ვრცელი კოლექციისთვის პატარა სივრცე შევარჩიე. არ ვიცი, შესაძლოა იმ დროის გამოძახილია რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და მეც მინდოდა რაიმე მყუდრო, ცხოვრებისეული მეჩვენებინა. წარმომედგინა, როგორ ემზადებიან მოდელები თავად ჩვენებისთვის, როგორ დადიან კულისებში და ისინჯავენ სამოსს. მახსენდებოდა ის დრო, რომელზეც კარლი მიყვებოდა, მაშინ მოდელები მაკიაჟსაც კი თავიანთი ხელით იკეთებდნენ“ - აცხადებს Chanel-ის კრეატიული დირექტორი ვირჯინია ვიარდი 2021 წლის შემოდგომის კოლექციის შესახებ.
Paco Rabanne
ჯულიენ დესენას ახალი კოლექცია Paco Rabanne-ისთვის მთლიანად ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ხავერდის ქსოვილები, მდიდრული გეომეტრიული ფიგურები და რაც მთავარია ჯავის ქსოვილის ვარიაციები, 2021 წლის შემოდგომის კოლექცია მთლიანად 70-იანი წლების სილუეტებსა და 40-იანი წლების ესთეტიკას მიეძღვნა.
Givenchy
მეთიუ უილიამსის ახალი კოლექცია Givenchy-სთვის მთლიანად კომფორტსა და კლასიკურ სილუეტებს მიეძღვნა - თბილი მოსაცმელებისა და ქურთუკების გარდა ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა დახვეწილი ერთეულებიც გვენახა.