#კულინარია

პასტა პრიმავერა

გაზიარება:

ამ უგემრიელეს კერძს სულ რაღაც 20 წუთში მოამზადებთ. რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს, ის ძალიან ჯანსაღია და ბევრად სჯობს იმ მავნე საკვებს, რომლის მომზადებასაც შესაძლოა გაცილებით მეტ დროს უთმობდეთ. 

ინგრედიენტები

• 250 გრ პასტა 

• 2 ს/კ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი

• 1 ც ხახვი (გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი)

• 2 თავი ნიორი (დანაყილი)

• 1 ც ყაბაყი (წვრილად დაჭრილი)

• 1 ც ბადრიჯანი (წვრილად დაჭრილი)

• 125 გრ შავი ზეთისხილი (უკურკო)

• 400 მლ პომიდვრის სოუსი

• 2 ს/კ პომიდვრის პიურე

• 1 ს/კ ტკბილი წიწაკის სუნელი

• ½ ს/კ პილპილი

• ½ ს/კ წითელი წიწაკის სუნელი

• 1 ს/კ წითელი წიწაკის ფანტელი

• 1 ც ლიმონის წვენი

• მარილი

• ცოცხალი ბაზილიკა (წვრილად დაჭრილი)

 

მომზადების წესი

მოხარშეთ პასტა ისე, როგორც შეფუთვის ინსტრუქციაშია მითითებული. პარალელურად, დიდ ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ ხახვი და ნიორი. დატოვეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ყაბაყი, ბადრიჯანი და ზეთისხილი. დატოვეთ 3 წუთით, შემდეგ კი დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, პიურე, კვლიავი, ტკბილი წიწაკის სუნელი, პილპილი, წითელი წიწაკის სუნელი და ფანტელი. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დატოვეთ 10-12 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ. მიღებული მასა მოხარშულ მაკარონზე გადაიტანეთ და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ ბაზილიკა და გემრიელად მიირთვით.

ზევით