#მოდა

ფერების 5 ყველაზე ცუდი კომბინაცია - რა არ უნდა ჩავიცვათ?!

გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში მოდა ყველაზე თავისუფალი და სუბიექტურია, არსებობს დაუწერელი კანონები, რომელთა დაცვაც პირველ რიგში ჩვენს სასიკეთოდ მუშაობს. მაგალითად ფერების კომბინაცია. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჟოლოსფერი და წითელი ერთი look-ის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მაგრამ მსოფლისოს წამყვანმა მოდის სახლებმა დაგვიმტკიცეს, რომ ეს კომბინაცია საკმაოდ მომგებიანია. 

არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენებაც არა თუ არასწორი, არამედ დამღუპველია. The Diary ფერების 5 ყველაზე ცუდ კომბინაციას წარმოგიდგენთ. 

1. შავი და ყავისფერი

შავი და ყავისფერი ის ორი ფერია, რომელთა კომბინაციაც მოდის ყველა კანონს არღვევს. ამ ორი მუქი ტონალობის მიქსი მომგებიანი არასდროს იქნება და სამოსის მიმზიდველ დიზაინსაც დაჩრდილავს.

შავი და ყავისფერი

2. რუხი და ყავისფერი

მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ამ ორი ფერის პალიტრა 2021 წელს საკმაოდ აქტუალურია, მათი კომბინაცია ნებისმიერი Look-სთვის დამღუპველი იქნება.

რუხი და ყავისფერი

3. შავი და ლურჯი

დებულება, რომ შავი ყველაფერს უხდება, ლურჯ ფერთან მიმართებაში მცდარია! ამ ორი ფერის კომბინაცია წარმატებული არასდროს იქნება.

ლურჯი და შავი

4. მწვანე და ვარდისფერი

მწვანესა და ვარდისფრის შემთხვევაში ხაზი იმას უნდა გავუსვათ, რომ ორივე ფერის ბაცი, პასტელური ვერსია თავისუფლად შეგვიძლია შევახამოთ, მაგრამ სტანდარტული მწვანე და ვარდისფერი ერთ Look-ში დაუშვებელია!

მწვანე და ვარდისფერი

5. იისფერი და ყვითელი

ცალ-ცალკე იისფერიცა და ყვითელიც საკმაოდ საინტერესო ფერებია და მათი გამოყენებით უამრავი კომბინაციის აწყობაა შესაძლებელი, თუმცა მათი ერთად გამოყენება კარგს არაფერს მოგვიტანს.

იისფერი და ყვითელი

 

ზევით