ფერების თამაში - Girls, just wanna have fun!

Covid-19 პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის შეცვალა მოდა და ტენდენციები. თითქმის ერთწლიანი ლოქადაუნის შემდეგ, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება. ვაქცინამ, რომელმაც საქართველომდეც მოაღწია, დიდი იმედები შეგვიქმნა, რომ ძალიან მალე ხალხი თავისუფლად ივლის ქუჩებში, იქნება ბევრი გლამურული წვვულებები და ხალხს ერთმანეთის ჩახუტების აღარ შეეშინდება.

wella professionals

და სწორედ ახლა, როგორც არასდროს სინდი ლაუპერის სიმღერა Girls, just wanna have fun! სუპერ აქტუალური  ხდება. ეს განწყობა კი თმის ტრენდებზე განსაკუთრებით აისახა და ექსპერიმენტებს საკუთარ თმებზე ჰილარი დაფი, კაილი ჯენერი, დუა ლიპა, ქეთი პერი და დემი ლოვატო ატარებენ, მათ კი TikTok გოგოები ეხმაურებიან და თმის ერთგვარ სუბკულტურასაც ქმნიან.

წარმოგიდგენთ გაზაფხულის თმის ფერის ტოპ 5 ტრენდს:

 

ტრენდი #1: ვარდისფერი ოცნება.

ანუკი არეშიძე

ეს ფერი იდეალურია მათთვის ვისაც ქერა ანუ ღია ფერის თმა აქვს. „ვარდისფერი ოცნება“ ძალიან უხდება გაზაფხულს და იდეალური იმ გოგოებისთვის, ვისაც საკუთარ გარეგნობას მეტი ფემინურობა სურს შესძინოს.

ტრენდი #2: ოქროსფერ-შოკოლადისფერი.

ჯესიკა ბილი
ჯესიკა ბილი

ეს ორი ფერი ცალ-ცალკეც ხომ სუპერ ფერებია, მაგრამ მათი კომბინაცია თმის საოცრად თბილ და „გემრიელ" ფერს ქმნის.

ტრენდი #3: მუქი შოკოლადისფერი.

sara sampaio
სარა სამპაიო

მუქი შოკოლადისფერი ნებისმიერი ასაკისა თუ კანის ფერის ადამიანს უხდება. ზოგადად შოკოლადი სიტკბოებასთან ასოცირდება, ასე რომ, თუ გსურთ ერთდროულად მოდურიც და „გემრიელიც" იყოთ, მიაშურეთ თქვენს საყვარელ სალონს და მუქ შოკოლადისფერს უთხარით - კი! 

ტრენდი #4: ლაზიერის გამბიტი

ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდი

ლაზიერის გამბიტის მთავარი გმირის თმის ფერი 2021 წლის სუპერ ტრენდულ ფერად იქცა და ვერც პოდიუმის დედოფალმა - ჯიჯი ჰადიდმა თქვა უარი ამ ფერზე.

ტრენდი #5: ამეთვისტო

კეტი პერი

ამეთვისტო სინაზის განსახიერებაა, თუმცა ამ ფერის არჩევა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. 

და ბოლოს, იმისათვის, რომ თმას სასურველი ტონალობა შევძინოთ, აუცილებლად თავი პროფესიონალს და თმის საღებავის პროფესიონალურ ხაზს უნდა ვანდოთ. Wella Professionals-ის პროდუქტის მდიდარი ბაზა კი თმას არამხოლოდ სასურველ ფერს შესძენს, არამედ საფუძვლიანად გააჯანსაღებს.

ზევით