ფეშენისტა გოგოების საყურადღებოდ, ფრთხილად იყავით, სპოილერია!

Gossip girl

ფეშენისტა გოგოების საყურადღებოდ, ეს სერიალის სპოილერია!

მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები სულ რამდენიმე კვირაა რაც დაიწყო, სერილის თაყვანისმცემლებისთვის უკვე ცნობილია, თუ ვინ არიან მსახიობები, პერსონაჟები,  და რა თქმა უნდა ჩაცმულობა, რომელსაც ფილმში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა.

როგორც "ჭორიკანას" კოსტიუმების დიზაინერი - ერიკ დამანი აღნიშნავს, თავიდანვე  ჩაფიქრებული იყო ერთგვარი მოდური რევოლუციის მოხდენა ტელევიზიაში,  რაც გამოუვიდათ კიდევაც. ყველა გოგოს სურდა გარდერობში ისეთი სამოსის ქონა, რომელსაც ტელესერიალის გმირები - სერენა ვან დერ ვუდსენი ან ბლერ უოლდორფი ატარებდნენ. ერიკი ასევე „ჭორიკანა 2“ -ის კოსტიუმების დიზაინერად დაინიშნა. ვნახოთ, რას გვიმზადებს იგი.

gossip girl

როგორც გადაღებების კადრებიდან ვხედავთ, „ჭორიკანა 2“-ში განსაკუთრებულიადაა გამახვილებული ყურადღება მოდურ ჩანთებსა და აქსესუარებზე.

სერენა ვან დერ ვუდსენსა და ბლერ უოლდორფსაც კი შეშურდებათ ასეთი აქსესუარების

gossip girl

Louis Vuitton, Saint Laurent, Gucci, Prada, FendiJimmy Choo, Salvatore Ferragamo - ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ხელჩანთებს ტელესერიალის რიმეიქში ვიხილავთ.

Jordan Alexander gossip girl

რაც შეეხება ფეხსაცმელს, კონსტანს  ბილარდის მოსწავლეებზე შემჩნეული იქნა Balenciaga-ს სპორტული ფეხსაცმელი და ბიონსეს ბრენდის Ivy Park და Adidas-ის კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელი.

Whitney Peak Gossip girl gossip girl

მოკლედ, ახალი „ჭორიკანას“ მიმართ მოლოდინი უზარმაზარია. ტელესერილი HBO-ზე 2021 წელს გამოჩნდება, მანამდე კი დაველოდოთ ინსაიდერების ფოტოებს გადაღებებიდან.

შეგახსენებთ, რომ ახალი სატელევიზიო შოუ ერთგვარი სიქველი იქნება და Gossip Girl-ის ფინალიდან რვა წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

ზევით