Weekend Max Mara-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დიზაინერი - არტურ არბესერის ფანტაზიის, წარმოსახვისა და ვენისადმი მიძღვნილი ოდაა. ავსტრიის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი დიზაინერის ქვეცნობიერი ქალაქის კულტურით სიღრმისეულადაა გაჟღენთილი.
არბესერი ადრეული ასაკიდან ესწრებოდა სპექტაკლებს, საბალეტო დადგმებსა და ოპერას, შესაბამისად მისი სხვადასხვა პერსონაჟებით მოხიბვლა და მათი კოსტიუმებისადმი ინტერესიც ბავშვობიდან დაიწყო. დღეს მისი კრეატიულობა თავს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდაში, კოსტიუმებში, ინტერიერსა და დიზაინში იჩენს.
Weekend Max Mara-ს ახალი კოლექციის შთაგონების წყაროდაც ვენა და ბალეტი იქცა: 1900-იანი წლების ხელოვანების “გამოყოფა”, მისი თანმდევი ორომტრიალი და საცეკვაო ტანსაცმლისთვის დამახასიათებელი მოძრაობის თავისუფლება, რომელიც კომფორტისა და დამოუკიდებლობის გრძნობას უსვამს ხაზს, Weekend Max Mara-ს ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში.
“ვენას ჩემზე წარუშლელი გავლენა აქვს: გარკვეული სიმკაცრე, მკაფიო, ზუსტი ხაზები და ერთგვარი დისციპლინა, რომელიც რაღაც უფრო რბილთან და მსუბუქთანაა შერეული,“ - ამბობს არბესერი.
“იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მინდოდა Weekend Max Mara-ს პროექტით, ამ უნიკალური მემკვიდრეობისთვის სრულად აყვავების საშუალება მიმეცა”.
დახვეწილი და თავდაჯერებული, გლამურული, მაგრამ ბუნებრივი, ქალური და ხალისიანი - სწორედ ასეთ ქალს წარმოიდგენს დიზაინერი. “შოუს გმირი” კი რეკონსტრუირებული და მსუბუქი სილუეტებია. კოლექციის მთავარი ფოკუსი სხვადასხვა ფორმის ფიგურებია, რომლებიც არბესერის ზეთში შესრულებული ნახატის პრინტებს იმეორებს.
კუბოკრული და ზოლიანი ქსოვილები ვენის მოდერნიზმზე ხაზგასმაა. კაბები და ქვედაბოლოები მსუბუქი და ფერადია, ყოველდღიური სამოსი კი რეპეტიციის შემდგომი, თითქოს შემთხვევით მოხდენილი სილუეტის დახვეწილ ვერსიებს წარმოადგენს. პიჯაკებში, პერანგებსა და შარვლებში კი სამუშაო ფორმებით მიღებული ინსპირაცია იგრძნობა.
კოლექცია მარადიულ და ნათელ ფერებს მოიცავს. მათ შორისაა “სამეფო ლურჯი”, მენთოლისფერი და ბადრიჯნისფერი ტონალობები. ხაზი ლეგენდარული, Pasticcino Bag-ის საღამოს ვერსიას, მსუბუქ ფეხსაცმელსა და ახალ, ე.წ. Bucket hat-ს მოიცავს. კოლექციის ინსპირაციაზე ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ე.წ. ბალერინას ფეხსაცმელია, რომელიც დაწნილი ტყავისგანაა შექმნილი და Weekend Max Mara-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სილუეტებს საბოლოო, ელეგანტურ დეტალს მატებს.
კოლექციის წარდგენა 20 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულზე, შლომო ჰალუშის კოლექციასთან, სახელწოდებით "Now Is Then And Then Is Now" ერთად მოხდება.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.