#მოდა

პიჟამაო შინ, პიჟამაო გარეთ! - როგორ ვატაროთ საძინებლის სამოსი საძინებელს გარეთ?!

გაზიარება:

ბებიაჩემი, ან ბებიათქვენი ვერასდროს წარმოგედგინა, რომ ერთ დღესაც საღამურით ქუჩაში სიარული არა თუ ნებადართული, არამედ მოდური იქნებოდა! ჯერ იყო და გასული საუკუნის მოდას მოსწრებულებთან აბრეშუმის პერანგების “ლეგალიზაცია” მოგვიწია, ახლა კი ე.წ. პიჟამის ჯერია, რომელიც ქუჩებში პანდემიის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა.

პიჟამოს ტრენდი

დიახ, ერთი ქსოვილის ორეულები, რომლებიც ძალიან ჰგავს ღამის სამოსს, მაღაზიებში ყოველდღიური სამოსის განყოფილებაში იყიდება. მეტიც, სხვადასხვა ფერის, თუ ფაქტურის პიჟამებში გამოწყობილებს ღონისძიებაზე წასვლაც თამამად შეგვიძლია (უფრო სწორედ, შეგვეძლებოდა, რომ არა პანდემია).

პიჟამოს ზედა, ქვედა, შარვალი

მანამ, სანამ მას ბრენდების მაღაზიებს დაივლით და თქვენთვის სასურველი სტილის პიჟამას შეარჩევთ, რამდენიმე წესი უნდა გაგაცნოთ, რაც ზემოხსენებული ტრენდის მორგებაში გამოგადგებათ.

პიჟამოს ორეული

1. არასდროს იყიდოთ სხეულზე მომდგარი ორეული. პიჟამის მთავარი ხიბლი მისი oversize სტილია. მორგებისას დააკვირდით ზედატანის მხრებს და შარვლის წელის ზომას.

2. არასდროს! არასდროს ჩაიცვათ “საგარეო” პიჟამის შარვალი სპორტულ მაისურთან ერთად! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენი ადგილი საწოლშია!

3. ნებადართულია (ტრენდულიც) პიჟამის ტიპის ზედის ტარება ჯინსის შარვალთან, მოკლე შარვალთან, თუ ქვედაბოლოსთან ერთად.

პიჟამო და ჯინსი

4. არ მოგერიდოთ პიჟამის Look-თვის მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის შეხამება!

5. პიჟამას საოცრად უხდება დაბალ ძირიანი, ღია ფეხსაცმელი.

პიჟამო და დაბალძირიანი ფეხსაცმელი

6. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა პიჟამის ორეულზე მოსაცმელი შემოცმაა!

ზევით