#სილამაზე

პიტერ ფილიპსის რჩევები DIOR-ის ბიუთი ლუქის შესაქმნელად

გაზიარება:

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე Christian Dior-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის შექმნილი კოლექციები რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. მარია გრაცია კიურის მონოქრომული ფერთა პალიტრით შექმნილი Haute Couture კოლექცია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. დიდი პოპულარობა მოიპოვა Dior-ის მეიქაფ არტისტის, პიტერ ფილიპსის ბიუთი ლუქებმაც, რომელსაც მომავალი სეზონების ყველაზე დიდი ტრენდი უკვე უწოდეს.

Christian Dior-ის ჩვენებაზე მოდელები ერთი ბიუთი ლუქით გამოჩნდნენ, მინიმალისტური მაკიაჟის ფონზე პიტერ ფილიპსმა ერთი მთავარი დეტალი - თეთრი ფერის თვალის ლაინერი გამოიყენა და ახლა ეს ლუქი ჩვენს გულებსაც იპყრობს. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, არტისტმა დეტალურად გაგვიზიარა ის ნაბიჯები, რომლებიც ამ ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად გამოიყენა.

ეს [ბიუთი ლუქი] ძალიან მარტივია, თუმცა საკუთარ სათქმელს მაინც ამბობს - პიტერ ფილიპსი

ბიუთი ლუქის შესაქმნელად პიტერ ფილიპსმა Dior Capture Totale Intensive Essence Lotion გამოიყენა, რითაც მოდელების სახის კანი ტონალური საცხისთვის მოამზადა. მოსამზადებელ ფაზაში არტისტმა Capture Totale Super Potent Serum-იც გამოიყენა და რადგან ამ ლუქის მთავარი აქცენტი თვალებზე იყო, Capture Title Super Potent Eye Serum-მაც დიდი როლი ითამაშა მზადების პროცესში.

თვალის გარშემო შრატის გამოყენების შემდეგ, პიტერმა სპეციალური პაჩები - Dior Eye Reviver Patches გამოიყენა, რათა ჩაშავებული უპეები და ნაოჭის ხაზები აერიდებინა თავიდან. სახის დატენიანების შემდეგ პრაიმერის ჯერი დადგა, ამ შემთხვევაში ფილიპსმა Dior Forever Skin Veil Primer შეარჩია, ტონალურად კი ბრენდის ერთადერთი და განუმეორებელი  Dior Forever Foundation გამოიყენა.

როგორც იქნა თვალების ჯერიც დადგა; მონახაზის შესაქმნელად პიტერმა თვალებზე ჯერ Diorshow Khôl pencil in 009 White Khôl დაიტანა, თვალის ფანქრის გამოყენების შემდეგ კი კონტურები ლაინერით Diorshow On Stage Liner in 001 Matte White-ით გაამუქა. პიტერმა წამწამების ტუშის გამოყენებაზე უარი განაცხადა - "შიშველ თვალზე ლაინერი მეტად აბსტრაქტულია".

ზევით