#მოდა

POWER SUIT: გაზაფხულის რჩეული ვარდისფერი ორეული

გაზიარება:

2022 წლის გაზაფხულს თავისი რჩეულები ჰყავს, თუ კლასიკური ორეულების ბუმისა და სეზონის მთავარი ფერის - ვარდისფრის გადაკვეთას მივადევნებთ თვალს, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ გაზაფხულის გარდერობის must have სილუეტი სწორედ ვარდისფერი ორეულია.

ზენდაიას აცვია Valentino

Valentino-ს, Versace-ს, Alexander McQueen-სა თუ David Koma-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ვარდისფერმა ორეულებმა საპატიო ადგილი თვეების წინ მოდის კვირეულების ჩვენებებზე დაიკავეს, ახლა კი მას ძლიერი, თავდაჯერებული და მომხიბვლელი ქალები ატარებენ.

ვარდისფრის გრადაციაში, ფორმასა და ფაქტურაში სრულიად თავისუფალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოირგოთ როგორც პასტელური ვარდისფერი, როგორც ეს 90-იანების სუპერმოდელმა ჰელენა კრისტენსენმა გააკეთა, აბრეშუმის ორეული როგორც კიარა ფერანიმ, ან მკვეთრი, გამომხატველი ვარდისფერი კლასიკა როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ზენდაიამ.

ჰელენა კრისტენსენი Alexander McQueen-ის ორეულით
კიარა ფერანი Gucci-ს აბრეშუმის ორეულში

The Diary-ს მოდის რედაქტორმა თქვენთვის სხვადასხვა ღირებულების Power Suit - ვარდისფერი ორეულები შეარჩია:

MANGO - Linen blazer suit

ყიდვა

ZARA - TAILORED BUTTONED BLAZER

ყიდვა

STRADIVARIUS - Double-breasted blazer

ყიდვა

ზევით