ამ პოლიტიკურ გაწამაწიაში, რომელშიც დღეს მე, თქვენ და სრულიად საქართველო იმყოფება, ვიყოთ ტრენდულები, ვისაუბროთ პოლიტიკაზე, მაგრამ წარსულ ფორმაში და დეკორის ჭრილში, სჯობს, არა?! დაგაინტერესებდათ თუ არა, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ყველაზე გახმაურებული პრეზიდენტის სახლში ცალი თვალით მაინც შეჭყეტა? ჰო და ჩვენც აქ ვართ და დღეს ჯონ კენედის სახლში გამოგზაურებთ. რა იცით, ვისთვის სახლის დეკორის ინსპირაციად იქცეს, მავანს კი 3 ოქტომბრებს არჩევნებზე წასვლა მოუნდეს.
ყოფილი პრეზიდენტი ჯონ კენედი ცხოვრობდა წითელი აგურის, სამ ოთახიან სახლში თავის დასთან ერთად, 1949-51 წლებში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო JFK– ის ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს ის წარმოადგენდა მასაჩუსეტსს სენატში და ემზადებოდა საპრეზიდენტო კამპანიისთვის. ვაშინგტონის სახლი ნამდვილად შესაფერისია გამოჩენილი პოლიტიკოსისთვის, თავისი მდებარეობით, განსაცვიფრებელი ხედებითა და გარე სივრცეებით. სახლი 1800 წელს აშენდა, ასე რომ მას ჯონ კენედიმდეც ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ისტორიები, თუმცა იმ დროიდან ეს სახლი, საკმაოდ ფაქიზად და ელეგანტურად განახლდა.
ორსართულიანი ატრიუმი ინტერიერის განახლების შემდეგ დაემატა. ცნობილმა არქიტექტორმა რიჩარდ ფოსტერმა და მშენებელმა ტომ გლასმა, რომლებმაც სახლის განახლებაზე იზრუნეს, მას თანამედროვეობა შესძინეს, თუმცა ისტორიაც შეუნარჩუნეს.
სამზარეულოს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით არის აღჭურვილი.
სასადილო ოთახის კარებს გარე პატიოში გავყავართ. ეს შესანიშნავი ადგილია თბილი საღამოების გასატარებლად სადილამდე ან მის შემდეგ.
სახლი მდიდარია გარე სივრცეებით და ერთ-ერთი მათგანი ეს ტერასაა.
მისაღები ოთახის ძირითადი დეტალები ხისგან შედგება, ხის არის ასევე იატაკი, რომელსაც აზიური სტილის ხალიჩა ამშვენებს.
მეორე სართულზე კი ისტორიულ, ხის ბიბლიოთეკას აღმოაჩენთ. წამით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ჯონ კენედი აქ მუშაობდა.
სახლს სულ სამი საძინებელი აქვს, ხოლო ერთ-ერთში შეგიძლიათ ბუხარი ააგიზგიზოთ.
თქვენი ნებაა სად წარმოიდგინეთ ჯონ კენედის ბიბლიოთეკაში თუ აბაზანაში. სხვათა შორის აბაზანა მთლიანად თეთრ მარმარილოშია შესრულებული.
ვის არ უოცნებია ტერასა-სახურავზე. თბილ თვეებში ეს ტერასა იდეალურია სადილებისთვის ან წვეულებებისთვის. გაგიკვირდებათ და აქ პატარა სამზარეულოც არის.
სახლს შესაშური ხედი აქვს ვაშინგტონზე.
არც გარაჟის არ ქონით გაგაწბილებთ პრეზიდენტის სახლი.
საინტერესო ფაქტი: პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯორჯთაუნის ეს რეზიდენცია დღეს 4.6 მილიონ დოლარად იყიდება.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.