#სილამაზე

PROFBEAUTY: აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის პროფესიონალური პროდუქტები ერთ პლატფორმაზე

გაზიარება:

კომპანია Profbeauty საქართველოში 13 წლის წინ გამოჩნდა და პროფესიონალურ სექტორში მალევე დაიმკვიდრა სახელი, როგორც უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციის, ერთ-ერთმა საუკეთესო მომწოდებელმა. წლებთან ერთად გაიზარდა როგორც Profbeauty-ს ასორტიმენტი აგრეთვე მასზე მოთხოვნაც, საჭირო გახდა ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც კომპანიას ფართო აუდიტორიამდე სწრაფად და მოხერხებულად გაიყვანდა, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ონლაინ პლატფორმა Profbeauty.ge, რომელიც 2022 წლიდან მომხმარებლებს 40-მდე ბრენდის 270 ათასამდე პროდუქტის, მათ შორის ბესტსელერი პროდუქტების, შეძენის შესაძლებლობით ანებივრებს.

როგორ გამოიყურება Profbeauty-ის მისია, რა უპირატესობა აქვს ამ ონლაინ პლატფორმაზე შოპინგს და როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა, ამის შესახებ ბრენდის Profbeauty-ის ბრენდ მენეჯერი ნინი მსხვილიძე და კომუნიკაციების მენეჯერი თამთა ბარძემიშვილი გვიამბობობენ:

როდის იწყება profbeauty-ს ისტორია და ვინ დგას ონლაინ მაღაზიის მიღმა?

კომპანია Profbeauty საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა და დღესდღეობით, ის საქართველოს მასშტაბით  უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციას აწვდის 1300-ზე მეტ სალონს, კლინიკას, მაღაზიასა და სააფთიაქო ქსელს. მართალია, კომპანიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს პროფესიონალური სექტორი, კერძოდ, ტოპ კლასის სალონებთან, კლინიკებთან და ქსელებთან თანამშრომლობა, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად,  მომხმარებლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა, ჩვენი ბრენდების ონლაინ შეძენაზე. ამან გვიბიძგა, შეგვექმნა Profbeauty.ge, რომელიც მისი გაუმჯობესებისა და მოდერნიზების მიზნით სრულიად გარდავქმენით 2022 წელს.

K18Peptide™ იდეალურად ერგება და აკავშირებს დარღვეულ კერატინის ჯაჭვებს, აღადგენს თმის სიმტკიცეს, სირბილეს და ელასტიკურობას.

 

ყიდვა

Profbeauty-ს ონლაინ მაღაზიის უკან დგას უპირველეს ყოვლისა ჩვენი 20.000 მდე ერთგული მომხარებელი და გუნდი, რომელიც მუდამ მზად არის გაუზიაროს მათ საუკეთესო გამოცდილება და შექმნას მომხარებელზე ორიენტირებული სერვისი.

რომ გაგვაცნოთ ვისთვის არის შექმნილი profbeauty.ge, რას სთავაზობს ის მომხმარებელს…

ჩვენი საიტის შექმნილია ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ, მათთვის საყვარელი პრემიუმ ხარისხის პროფესიონალური პროდუქტები. იშოპინგონ ონლაინ და მეორე დღესვე მიიღონ მათთვის სასურველი პროდუქტი. ისინი, ვისაც უყვართ თავის მოვლა და ყურადღებას ამახვილებენ ხარისხზე, აუცილებლად აღმოაჩენენ მსოფლიოში ცნობილ ბესტსელერ ბრენდებს, რომელთა შეძენაც ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე შეძლებენ.

ევროვიზიის თმის ზეთების ნაკრები

 

ყიდვა 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ჩვენს პორტფოლიოში არსებული ყველა ბრენდის ერთადერთი, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

თქვენთან ონლაინ შოპინგის უპირატესობებზეც რომ გვიამბოთ, რა გამოგარჩევთ, რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი სწორედ თქვენზე?

საიტზე მუშაობისას, ჩვენი პრიორიტეტი იყო შეგვექმნა მომხმარებელზე ორიენტირებული, თანამედროვე დიზაინის ვებ-გვერდი, რომელიც გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს  მსოფლიოში წამყვან ბრენდებს შესთავაზებდა, იქნებოდა მათთვის სასიამოვნო შოპინგის ადგილი, მარტივად ადაპტირებადი სივრცე, სადაც შეეძლებოდათ თავიანთი საჭიროებების და მოთხოვნილებების მიხედვით აღმოეჩინათ პროდუქტი. ვფიქრობთ, რომ ეს გამოგვივიდა. ჩვენს გვერდზე შეხვდებით როგორც თმის, ასევე კანის,ფრჩხილის, სახის, ტერფის და lifestyle ბრენდებს. ყოველივე ეს ერთად ქმნის უდიდეს ასორტიმენტს და საშუალებას, მომხმარებელმა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი 15 000 მდე პროდუქტს შორის. 

Liding Energy ლოსიონი, რომელიც გამოიყენება Liding Energy შამპუნთან და სამკურნალო საშუალებასთან ერთად, არის ლოსიონი, რომელიც შემუშავებულია თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად.

 

ყიდვა 

გარდა ამისა, ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს დაეხმაროს მათ სწორად შეარჩიონ პროდუქტები, რომელიც საწინდარია მათი კმაყოფილების.

სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ათეულ ათას მომხმარებელს სიამოვნებას ანიჭებს ჩვენთან შოპინგი, რადგან იცის, რომ ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ყველა მათ კითხვას და ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული მათ კმაყოფილებაზე. 

რამდენად მზარდია თქვენი ასორტიმენტი და პროდუქციის შერჩევა/დამატებისას რაზე ამახვილებთ ყურადღებას?

ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად მზარდი და განახლებადია. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 40-მდე ბრენდის 270.000 მდე პროდუქტს, რომელთ ნაწილი რითეილ პროდუქტია, უმეტესობა მათგანი კი პროფესიონალური მოხმარებისაა და შესაბამისი სპეციალისტები იყენებენ. ბრენდების და პროდუქტების ეს რაოდენობა კი იძლევა საშუალებას მომხმარებელმა თავისი მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიოს პროდუქტი და არ გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. 

ეს უმარტივესა გამოსაყენებელი სპრეი არბილებს თმას, აღადგენს ბზინვარებას და აძლიერებს თქვენი თმის ბუნებრივ სტრუქტურას.

 

ყიდვა

ბრენდების შერჩევისას პირველ რიგში მის ხარისხზე ვამახვილებთ ყურადღებას. მუდმივად ვცილობთ ჩვენი თითოეული ბრენდი იყოს ლუქს/პრემიუმ კატეგორიის. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, ბრენდის აქტუალურობას და მის მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე. ამ ეტაპზე ჩვენი ბრენდების 100% თავისი ქვეყნის ლიდერ ბრენდთა შორისაა და არა მხოლოდ მწარმოებელ ქვეყანაში გაითქვეს სახელი, გვხვდება ისეთი პლატფორმების ბესტსელერი პროდუქტების სიაში, როგორებიცაა Nordstrom, Sephora და სხვა. 

რა არის profbeauty-ს მისია? 

ზოგადად profbeauty-ის მისიას და მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მარკეტის პრემიუმ ბრენდებით გამდიდრება, რათა ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად  მარტივად ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს წამყვან ბრენდთა პროდუქციაზე. ახალი ბრენდების არჩევისას ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ პროფესიონალთა (ტოპ სტილისტების, ექიმების, პაროდონტოლოგების, მანიკურის სპეციალისტების და ა.შ) და ზოგადად PROFBEAUY-ის მომხმარებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ამასთან ყოველთვის ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ იმ ბრენდებთან, ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანაში სილამაზის სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა განვითარებას.

სახის უალკოჰოლო ტონიკი ინოვაციური მიცელარული ტექნოლოგიით ჩამოყალიბებული კანისთვის. მიცელის ტექნოლოგიის დახმარებით მაკიაჟისა და გამწმენდი პროდუქტების ბოლო კვალი სფერულად იკვრება და შემდეგ ნაზად აშორებს კანს.

 

ყიდვა

როგორია profbeauty-ს და მისი დამფუძნებლების სამომავლო ხედვა?

profbeauty-ს სამომავლო ხედვა და გეგმა უკავშირდება ჩვენს ძალიან დიდ სურვილს, მომავალშიც შეარჩიოს და მიაწოდოს მომხმარებელს გამორჩეული პროდუქტები/ბრენდები და სერვისები...

ზევით