#მოდა

Pull&Bear ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 2023-ის მეგობარია

გაზიარება:

3 ივნისს, დედაენის პარკში, გორგოლაჭებისა თუ სკეიდბორდების ხმაურში, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 2023 სლოგანით „სპორტი აერთიანებს“ ჩატარდა, რომელმაც შეძლო და სპორტული თავგადასავლისთვის ერთ სივრცეში თავი სხვადასხვა სქესის, ასაკის, ინტერესის, თუ გემოვნების ადამიანებს მოუყარა. მათთან ერთად დედაენის პარკში იყვნენ წარმოდგენილი ღონისძიების მეგობარი კომპანიებიც.

ექსტრემალური სპორტის ფესტივალის პარტნიორი ყველაზე ახალგაზრდული ბრენდი - Pull&Bear გახდა. შემოქმედებითი, თავისუფალი და იმპროვიზაციის მოყვარული თინეიჯერებისთვის შექმნილი ბრენდი, ფესტივალზე, თაობის ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ცხოვრების სტილით მცხოვრები ახალგაზრდების გვერდით გამოჩნდა. სკეიტ-ტრამპლინები სუბკულტურისთვის დამახასიათებელ Pull&Bear-ის სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა დაიკავეს და საზოგადოების წინაშე სპეციალურად მომზადებული პერფორმანსითაც წარდგნენ. 

სპორტი არის ის კულტურა, რომელიც აერთიანებს ყველას, სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსისა თუ შესაძლებლობების ადამიანებს. ეს არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანები რაიმე ნიშნით დაყო, გარდა სპორტული უნარ-ჩვევებისა - მარიამ სანოგო, ტელეწამყვანი

ბრენდი Pull&Bear 1991 წელს, ერთი მნიშვნელოვანი იდეით შეიქმნა -  შეეთავაზებინა ყოველდღიური სამოსი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უარს აცხადებდნენ სტერეოტიპულ ჩაცმის სტილზე და აქცენტს ინდივიდუალიზმზე აკეთებდნენ. 

Pull&Bear ქუჩისა და კლუბის სტილის იდილიური შერწყმაა. მისმა მრავალფეროვანმა მიდგომამ გააერთიანა როგროც კლასიკური, აგრეთვე სპორტული სილუეტები და ათწლეულების მანძილზე წარმატებით ახერხებს ახალი თაობებისთვის ყველაზე ტრენდული და პრაქტიკული მოდელების შექმნას.

სწორედ ამ მიდგომის გამოძახილია Pull&Bear-ის მონაწილეობა ექსტრემალური სპორტის ფესტივალზე, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ბრენდის მარადიულ თანამედროვეობას.

ზევით