ქართული ბრენდი SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულის ძირითად განრიგშია

ახალგაზარდა და საოცრად ნიჭიერი დიზაინერი ირაკლი რუსაძე SITUATIONIST-თან ერთად პარიზის მოდის კვირეულის ძირითად განრიგში საპატიო ადგილს კიდევ ერთხელ იკავებს. გაზაფხული-ზაფხული 2022 წლის კოლექციის ჩვენებები პარიზში 27 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბრამდე გასტანს, განრიგის მიხედვით ირაკლი რუსაძე კოლექციას 29 სექტემბერს 14 საათზე, ციფრულ ფორმატში წარადგენს.

პარიზის მოდის კვირეულის ძირითად განრიგში ირაკლი რუსაძის ბრენდს მესამედ ვიხილავთ, მოდის სამყაროში კარგად ცნობილი და გავლენიანი სახელების გვერდით, SITUATIONIST-მა, შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექციის ლუქბუქი, გასულ წელსაც ციფრულ ფორმატში წარადგინა და „აკრძალული ოჯახით“ საფრანგეთის შუაგულში ქართულ ესთეტიკაზე მოყოლილი ისტორია გააცნო.

ირაკლი რუსაძე თვითნასწავლი დიზაინერი და ცნობილი ქართული ბრენდის SITUATIONIST-ის დამაარსებელი გახლავთ. ირაკლიმ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, 15 წლისამ გაიკვლია გზა მოდის ინდუსტრიაში, 21 წლის ასაკში კი Mercedes-Benz Fashion Week-ზე პირველი კოლექციაც წარადგინა. ირაკლი გახლდათ პირველი დიზაინერი, რომელმაც კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, შემდგომ კი ახალი მწვერვალების დაპყრობას მიჰყო ხელი და პარიზის მოდის კვირეულის განრიგშიც ამოყო თავი.

ზევით