#მოგზაურობა

ქართველი IT გოგოების საზაფხულო მიმართულებები

გაზიარება:

ზაფხულის დასრულებამდე სულ ერთი კვირა დარჩა, ბოლო ორი წელია COVID 19-ის გავლენით ყველაზე უცნაური და რთული სეზონის მომსწრენი ვართ, ჩაკეტილი საზღვრების და სამოგზაურო მიმართულებების მწირი არჩევანით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც სრული ვაქცინაციის და კოვიდ-პასპორტის მიღების შემდეგ მოგზაურობა და უზღვავი ენერგიის მიღება თავისუფლად მოახერხეს. 

@ninutsaorjonikidze

ნინუცა ორჯონიკიძეს საზაფხულო მიმართულება საბერძნეთის ზღაპრული კუნძული მიკონოსია, რომელსაც მთელი თავისი დიდებულებით, ფერებითა და ხალისით ნინუცა 52 ათას გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს Instagram-ზე.

@janeta_kerdikoshvili

„მის საქართველო“ 2011 - ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის საზაფხულო თავგადასავლები მხოლოდ ახლა დაიწყო, ჯანეტი და მისი მეუღლე ნოე პირველ ყოვლისა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ქალაქ დუბროვნიკს ესტუმრნენ, შემდეგ კი თავგადასავლების ძიება მადრიდში, ესპანეთში განაგრძეს.

@mathilda.gvarliani

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @mathilda.gvarliani

ახალგაზრდა ქართველმა მოდელმა ზაფხულის დღეები საფრანგეთსა და ესპანეთში გაატარა, მატილდა სამუშაოსა და დასვენებას იდეალურად უთავსებდა ერთმანეთს.

@salomegviniashvili

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი კი მეგობრებთან ერთად თურქეთის უმშვენიერეს სანაპიროებზე ატარებდა ზაფხულის ცხელ დღეებს და გამომწერებსაც აქტიურად უზიარებდა პირად გამოცდილებებს.

ზევით