#ცნობილები #სილამაზე

ქეითი ჰოლმსი მბზინავი კანის საიდუმლო - „ჩემს ასაკს მადლიერი ვეგებები“

გაზიარება:

ალბათ, შეამჩნევდით, რომ 42 წლის ამერიკელი მსახიობის, ქეითი ჰოლმსის სახის კანი ყოველთვის საოცრად ჯანსაღად გამოიყურება, ქეითის კანი ყოველთვის საკმარისად დატენიანებული, მბზინავი და თვალისმომჭრელია. უახლეს ინტერვიუში მსახიობმა სილამაზის საიდუმლოებზე ისაუბრა და რამდენიმე რჩევაც გაგვიზიარა.

პირველ ყოვლისა, ქითიმ ცხოვრების სტილის აპექტებზე ისაუბრა, რომლებიც განსაკუთრებულად აისახება მისი სახის კანის სიჯანსაღეზე. „დღის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს ვსვამ და ყოველთვის მივირთმევ ბოსტნეულს, რათა ჩემი კანი რაც შეიძლება ჯანსაღი იყოს. სახეს ყოველ დილას და საღამოს ვიბან, ყოველთვის ვატარებ ჰიალურონის შრატსა და დამატენიანებელ საცხს“.

სახლიდან გასვლამდე ყოველთვის ვისვამ SPF დამატენიანებელსა და ტუჩის გლოსს

ჰოლმსმა აღიარა, რომ ის Dr. Barbara Sturm-ის სახის მოვლის ხაზის დიდი გულშემატკივარია, ბრენდის, რომელიც არა ერთმა ცნობილმა სახემ შეიყვარა. მსახიობი განსაკუთრებით Dr. Barbara Sturm-ის ჰიალურონის შრატზე, მათეთრებელ შრატსა და სახის დამატენიანებელზეა შეყვარებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.

Dr. Barbara Sturm-ის სახის დამატენიანებელი საცხი 215 დოლარი ღირს, ჰიალურონის შრატის ღირებულება 300 დოლარია, რაც შეეხება მათეთრებელ შრატს, მას ონლაინ საიტებზე 310 დოლარად შეიძენთ. 

Dr. Barbara Sturm Hyaluronic Serum

 

ყიდვა 

ზევით