როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ჩვენმა ცხოვრებამ 4 კედელს შორის, მოდამ კი ონლაინ სამყაროში გადმოინაცვლა. ჩვენი გარეთ გასვლის რაოდენობაც მკაცრადაა შეზღუდული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ტრენდებს თვალი არ უნდა ვადევნოთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოდა მსოფლიო პანდემიას ყველაზე მეტად მოერგო, მთავარ მოთხოვნად კი კომფორტული სამოსი იქცა.
სეზონის ერთ-ერთი მთავარი must have ჯიბეებიანი სამოსი გახლავთ (ძალიან, ძალიან ბევრი ჯიბე!). დიდი ზომის მოსასხამები, oversized შარვლები და ინდუსტრიული ჟილეტები კი უამრავ ჯიბეს იტევს, რომლებშიც ხელის სადეზინფექციო საშუალებას, სველ ხელსახოცებს, თუ სათადარიგო ნიღბებს უპრობლემობ ჩაატევთ.
მთავარ ტრენდსაც ნუ დაივიწყებთ და რომელიმე ცნობილი ბრენდის პირბადე შეიძინეთ, რომელიც თქვენს Look-ს კიდევ უფრო აქტუალურს და ორგანულს გახდის.