რა არის ესთეტიკური გინეკოლოგია?

 რუბრიკაში „გინეკოლოგის კაბინეტი" ანა კაშია დღეს ესთეტიკურ და რეკონსტრუქციულ გინეკოლოგიას განიხილავს.

გინეკოლოგი

ა.კ. სანამ უშუალოდ კონკრეტული თემის განხილვაზე გადავალ, გეტყვით თუ რას მოიცავს ესთეტიკური და რეკონსტრუქციული გინეკოლოგია. გინეკოლოგიის ეს მიმართულება უზრუნველყოს ქალის სასქესო ორგანოების ვიზუალურ რემოდელირებას და ასევე მათ ფუნქციურ რეკონსტრუქციას. დღეს განვიხილავთ ყველასათვის საინტერესო და საჭირო თემას, რომელსაც„ვაგინალური გაახალგაზრდავება” ჰქვია.

რა არის ვაგინალური გაახალგაზრდავება? ვის ესაჭიროება ეს პროცედურა? რა პრობლემებს მოგვიგვარებთ ის? ჩარევის რა მეთოდები არსებობს? ამ ყველა კიტხვაზე შევეცდები დღეს გავცე პასუხი. 

ყველა ქალი დამეთანხმება, რომ ვაგინალური მშობიარობის შემდგომ, სასქესო ორგანოები პირვანდელ სახეს იცვლის და „რაღაც ისევ ისე ვერ არის როგორც ადრე". აი სწორედ აქ იწყება პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვაგინალური გაახალგაზრდავება ჰქვია. ვაგინალური მშობიარობის შემდგომ ქალთა 95 %-ს აწუხებს ეგრეთ წოდებული „მოშვებული ვაგინის” სინდრომი. მშობიარობის დროს, როდესაც ნაყოფი გაივლის რბილ სამშობიარო გზებს (რაშიც იგულისხმება საშო), საშოს კედლები და მისი შესავალი ფართოვდება და მაქსიმალურ ზომას აღწევს, ამ დროს ვაგინის კედლები კარგავენ ელასტიკურობას, მშობიარობის შემდგომ კი რჩება მოდუნებული და პირვანდელ სახეს ვეღარ უბრუნდება. მშობიარობის შემდგომ მხოლოდ ეს პრობლემა არ იჩენს თავს, შესაძლოა სხვა პრობლემებიც ახლდეს მოშვებული ვაგინის სინდრომს, როგორიცაა: მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსი (იგივე დაწევა), ასევე შორისის ჩახევა, რექტოვაგინალური ფისტულა, ეპიზიოტომია და მის შემდეგ არსებული ნაწიბური, ამ და სხვა საკითხებს შემდგომ პოსტებში შევეხები, დღეს კი „მოშვებული ვაგინის სინდრომზე” ვისაუბრებ.

„მოშვებული ვაგინის სინდრომით" ქალებს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ და ამას ემატება ფუნქციური პრობლემაც.

პრობლემა 1: ქალს ვიზუალურად არ მოსწონს მისი სასქესო ორგანო, რაც ფსიქოლოგიურად არასრულფასოვნების შეგრძნებას იწვევს

პრობლემა 2: ანორგაზმია - გამოწვეული, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემით, ასევე ფუნქციური არასრულფასოვნებით.

პრობლემა 3: საბოლოოდ სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა.

მრავალი კვლევის თანახმად, საშოს კალიბრი პირდაპირ კავშირშია ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებისთან. სწორედ ამიტომ. შეიქმნა ტერმინი „ვაგინალური გაახალგაზრდავება”, რომელიც მოიცავს საშოს კედლებისა და მისი შესავლის კალიბრის შემცირებას. ეს მეთოდი აღადგენს საშოს ნორმალურ ანატომიას და უზრუნველყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარებას. არსებობს ორი სახის მიდგომა, როგორც ქირურგიული ასევე ლაზერული. თუ რომელიც მეთოდია კონკრეტულ პაცინტთან საჭირო, უშუალოდ გინეკოლოგი წყვეტს, რომელიც აფასებს საშოს კედლების მოდუნების ხარისხს.

ქირურგიული მეთოდი: ამ მეთოდით საშოს უკანა კედლის ლორწოვანი იკვეთება სოლიდებურად და ამოკვეთილი ქსოვილის ხარჯზე მცირდება საშოს დიამეტრი მთელს სიგრძეზე, დიამეტრში მცირდება საშოს შესავალიც, რემოდელირება ტარდება შორისი მიდამოზეც, რაც გარეგნულად სასქესო ორგანოების ვიზუალს აუმჯობესებს. ქირურგიულ ოპერაციას მიმართავენ იმშემთხვევაშიც ,როცა საშოს მოდუნებას თან ერთვის სხვა პრობლემებიც, როგორიც არის: პროლაფსი, ჩახევა, ეპიზიოტომიის შემდგომი ნაწიბური.

ლაზერული მეთოდი: ეს მეთოდი უტარდებათ ქალებს, რომლებსაც საშოს კედლების მოდუნების ხარისხი ნაკლები აქვთ და მას თან არ ერთვის სხვა რიგი პრობლემები. ლაზერი შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნის ხარჯზე მთელს სიგრძეზე ამცირებს საშოს დიამეტრს, იგი სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და შედეგისთვის საჭიროებს სამ პროცედურას.

ზევით