#სილამაზე

რა არის ნიაცინამიდი და როგორ დავამატოთ ის კანის მოვლის რუტინაში?

გაზიარება:

დროა სილამაზის ბაზისებს დავუბრუნდეთ და ერთად დავამსხვრიოთ თავის მოვლის სფეროში გავრცელებული ყველაზე ცნობილი მითები და მეტი შევიტყოთ კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტების შესახებ.

Watermelon Glow Niacinamide Sunscreen SPF 50

 

ყიდვა

დღეს, ნიაცინამიდის შესახებ ვისაუბრებთ, ინგრედიენტის, რომელსაც თავის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით კი შრატებსა და საცხებში ხშირად შეხვდებით. შესაძლოა უკვე აქტიურად მოიხმარდეთ ნიაცინამიდის შემცველობით პროდუქტებს და მაინც არ იყოთ დარწმუნებული, რას აკეთებს და რა სარგებელი მოაქვს მას თქვენი სახის კანისთვის. ნუ იღელვებთ, თქვენ მარტო არ ხართ, აი რა უნდა იცოდეთ ნიაცინამიდის შესახებ:

რა არის ნიაცინამიდი?

ნიაცინამიდი, რომელსაც ასევე ნიკოტინამიდს უწოდებენ, არის ვიტამინის B3-ის (ნიაცინი) ფორმა, რომელიც გვხვდება საკვებ დანამატებში, სახის კანის მოვლის საშუალებებში და საკვებ პროდუქტებში. ნიაცინამიდი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ის მნიშვნელოვანია უჯრედების აღდგენის პროცესში, უშუალოდ თავის მოვლის საშუალებებში ნიაცინამიდის ხილვა გულისხმობს იმას, რომ ეს პროდუქტი ამცირებს ანთებას, ხელს უშლის პიგმენტაციას, ეფექტურად ებრძვის აკნეს და მნიშვნელოვნად ამცირებს დაბერების პროცესს.

The Ordinary Niacinamide 10% + Zinc 1% Oil Control Serum

 

ყიდვა

ვის და როდის შეუძლია ნიაცინამიდის გამოყენება?

ნიაცინამიდის უნივერსალურობისა და მისი მოქმედების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ეს ინგრედიენტი უხდება ყველა ტიპის კანს, მისი ჩასმა თავის მოვლის რუტინაში კი ძალიან მარტივია. ნიაცინამიდი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დილის, აგრეთვე ღამის რუტინაში. 

The INKEY List Niacinamide Oil Control Serum

 

ყიდვა

ნიაცინამიდი თავსებადია თქვენი კანის მოვლის ნებისმიერ პროდუქტთან, მათ შორის იმათთან, რომლებიც შეიცავს რეტინოლს, პეპტიდებს, ჰიალურონის მჟავას, AHA-ებს, BHA-ს, C ვიტამინს და ყველა სახის ანტიოქსიდანტს.

რაც შეეხება კონცენტრაციას...

მაშინ, როდესაც ნიაცინამიდის ჯადოსნური მოქმედების შესახებ შევიტყვეთ და სხვადასხვა დანიშნულებით მის რუტინაში ჩასმას გადავწყვეტთ, საბოლოო კითხვაზე პასუხის გაცემის ჯერიც დგება - რომელი კონცენტრაციით უნდა შევარჩიოთ ნიაცინამიდი? ყველაფერი ამ შემთხვევაშიც მარტივადაა, თუ თქვენ ჰიპერპიგმენტაციის და მზისგან მიღებული დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენებთ ნიაცინამიდს, უპრიანი იქნება 5%-იანი კონცენტრაციით პროდუქტის შერჩევა, ხოლო თუ მეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ გირჩევთ 2%-იანი ნიაცინამიდის შემცველი გამოიყენოთ.

EltaMD UV Clear Broad-Spectrum SPF 46

 

ყიდვა

The Diary-ს სილამაზის რედაქტორისთვის, ნიაცინამიდით გაჯერებული პროდუქტები აქტიურად მოიძებნება ამერიკულ თავის მოვლის ბრენდ Glow Recipe-ში. სულ რამდენიმე კვირის წინ ბრენდმა ნიაცინამიდის მზისგან დამცავი საცხი დაამატა პროდუქციაში, რომელიც ჩვენს სიაში უკვე იკავებს საპატიო ადგილს. თუმცა, გარდა Glow Recipe-სა სილამაზის ბაზარზე აქტიურად აღმოაჩენთ საოცრად ეფექტურ საშუალებებს, ნიაცინამიდის მსუყე შემადგენლობით.

ზევით