#სილამაზე

რა არის რეტინოლი და როგორ გამოვიყენოთ ის?

გაზიარება:

ყველას გვსმენია რეტინოლის შესახებ, ჩვენი მეგობრები, ცნობილი ბლოგერები თუ დერმატო-კოსმეტოლოგები რეტინოლის სარგებლისა და ჯადოსნური ეფექტის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ მაინც რა არის ეს ზღაპრული პროდუქტი? როგორ გამოვიყენოთ ის და რა ასაკიდანაა რეკომენდებული რეტინოლის რუტინაში ჩასმა? - მოდით ერთად გავარკვიოთ.

რა არის რეტინოლი?

პირველ ყოვლისა, გავიგოთ რა არის რეტინოლი - ის ვიტამინი A-ს აქტიური ფორმა და ყველაზე ეფექტური კომპონენტია ასაკის საწინააღმდეგო სერიის პროდუქციაში. რეტინოლი მუშაობს ეპიდერმისის ღრმა შრეებზე, ის აღადგენს სტრუქტურას და ებრძვის მიკრონაოჭებს, რეტინოლის სასარგებლო თვისებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რეტინოლი აფერხებს ფოტოდაბერების პროცესს, რაც მას სასწაულმოქმედ პროდუქტად აქცევს.

Retinol Serum 0.25% Pure Concentrate

 

ყიდვა

როგორ გამოვიყენოთ ის?

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რეტინოლის პროდუქტების სახის მოვლის რუტინაში ჩართვა აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯებით უნდა მოხდეს. როდესაც კანს ასეთ ძლიერ ინგრედიენტებს ვაცნობთ, უმჯობესია, ის ფრთხილად ჩავრთოთ რუტინაში. თავდაპირველად გამოიყენეთ ის წერტილოვნად ან მიმართეთ სენდვიჩის მეთოდს - დამატენიანებელი - რეტინოლი - დამატენიანებელი. 

1% Retinol Treatment

 

ყიდვა

კითხვაზე, თუ რა ასაკიდან შეიძლება რეტინოლის თავის მოვლის რუტინაში ჩართვა, დერმატოლოგების აზრი იყოფა, ერთი ნაწილი ადრეულ 20-იანი წლებიდან გვირჩევს მის გამოყენებას, მეორე ნაწილი კი უპრიანად 27 წელს მიიჩნევს. რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ რეტინოლის გამოყენების დროს რუტინაში ძლიერი ამქერცლავების გამოყენებისგან უნდა შევიკავოთ თავი, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენოთ კარგი კარგი დამატენიანებელი საცხი, კანის აღმდგენი საშუალებები და რბილი, ნეიტრალური PH ბალანსის მქონე სახის დასაბანი.

Intensives Night Serum with 0.3% Pure Retinol 

 

ყიდვა

Skin Renewing Retinol Serum 

 

ყიდვა

Retinol Youth Renewal Serum 

 

ყიდვა

ზევით