#მოდა

რა ჩავიცვათ საახალწლო წვეულებებზე? - 5 Look ყველა სიტუაციისთვის

გაზიარება:

It's Almost Here - წელიწადის ყველაზე გამორჩეული სეზონი მოგვიახლოვდა. 31 დეკემბრის ღამე, ალბათ, ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში მილიონობით ადამიანს ტრადიციად ქცეული რწმენებით აერთიანებს. ხშირ შემთხვევაში, ახალი წელი ახალ დასაწყისთან, მიზნებთან და ოცნებებთან ასოცირდება და მათი რეალიზებისთვის, მანიფესტაციის გზას მივმართავთ. ჯადოსნური დღესასწაულისთვის გამოწყობა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა, სწორედ ამ მანიფესტაციის ნაწილია.

წელიწადის ყველაზე ელეგანტური საღამოები, ჩვენივე სტილის წესების უგულებელყოფის საშუალებას გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა მბზინავი სამოსის, მეტალიკის აქსესუარებისა თუ თამამი მაკიაჟის მოყვარული ბრძანდებით თუ არა, საახალწლო ღონისძიებების ლუქის შერჩევისას მათზე აუცილებლად დაფიქრდებით. და თუ გადაწყვეტთ, რომ წარმოდგენილ ჩაცმულობაში თავს ერთდროულად გლამურულად და კომფორტულად იგრძნობთ, მაშინ რატომაც არა?

დღეს, ქართულ ბრენდ KABA-სთან ერთად, განსხვავებული საახალწლო სიტუაციისთვის შესაფერისი სილუეტები შევარჩიეთ.

A night out with friends

თუ საახალწლო წვეულების მეგობრებთან ერთად გატარებას გეგმავთ, მაშინ ბრჭყვიალა სამოსი ის აუცილებელი დეტალია, რომლითაც თქვენი ლუქის აწყობა უნდა დაიწყოთ. შესაძლოა ეს მბზინავი ზედატანი თუ ქვედაბოლოც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ, რომ თქვენი განწყობა სამოსში გამოიხატოს.

A night out dancing

როდესაც საქმე სადღესასწაულო განწყობას ეხება, ის აუცილებლად ცეკვასთან და გართობასთან ასოცირდება. თუ მარტინით (ან თქვენთვის სასურველი კოქტეილით) ხელში საღამოს მუსიკის ჰანგების ქვეშ გატარებას აპირებთ, შესაძლოა შესაფერისი ორეული დაგჭირდეთ. აქცენტი, ამ შემთხვევაშიც ბრჭყვიალა დეტალებით მორთულ სილუეტებზე გავაკეთეთ, ისეთზე, რომელიც ყველასგან მარტივად გამოგარჩევთ.

A dressy party

ოფიციალური წვეულებისკენ გაქვთ გეზი აღებული? - აბრეშუმის ელეგანტური შავი კაბა იმედს არ გაგიცრუებთ. ნაკლებად თვალშისაცემი, თუმცა დახვეწილი და საოცრად მეტყველი კაბა, შესაძლებლობას გვაძლევს ყურადღება აქსესუარებსა და მაკიაჟზე გავამახვილოთ.

Casual party 

ე.წ „ქეჟუალ“ ღონისძიება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ჩაცმულობას გამოხატვის საშუალება არ უნდა მისცეთ. შეარჩიეთ კლასიკური ორეული სადღესასწაულო იერით, ან სულაც ელეგანტური მოსაცმელი მბზინავი დეტალებით.

Formal Gala

და იმ შემთხვევაში თუ ბრჭყვიალა სამოსი და აქსესუარები თქვენთვის არც ახალი წლის სეზონზე წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს, ყოველთვის შეგიძლიათ არჩევანი უფრო ოფიციალურ, კლასიკური სტილის ორეულზე გააკეთოთ. შესაფერისი განწყობის შესაქმნელად, გირჩევთ, თქვენს ჩაცმულობაში დახვეწილი და გამომხატველი ფერები გამოიყენოთ, ისეთები როგორიცაა თეთრი, წითელი ან სულაც მწვანე, როგორც 2024 წლის დრაკონი.

P.S. KABA-ს ახალი, საოცრად მბზინავი და თვალისმომჭრელი სადღესასწაულო კოლექციის აღმოჩენა შესაძლებელია როგორც თბილისში (პეკინის 19 და გალერეა თბილისში), აგრეთვე ბათუმში - ბათუმი მოლში.

ზევით