რა ვაჩუქოთ? - საჩუქრების გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

გაზიარება:

დღესასწაულების, საჩუქრებისა და საყვარელი ადამიანების გახარების სეზონი მოახლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამოკიდებულებისა და გრძნობების გადმოცემა საჩუქრებით საკმარისი არასდროსაა, ხშირად მათი შერჩევაც საკმაოდ რთულ დავალებას წარმოადგენს ამ დავალების გასამარტივებლად კი ზოდიაქოს 12 ნიშანს და მათი საყვარელი ნივთების გზამკვლევს წარმოგიდგენთ.

ვერძი

 

ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ცეცხლის სტიქიის ნიშნის მქონე ვერძისთვის მოდა გადამდებ ხალისთან ასოცირდება. ვერძები ყოველთვის თავად ადგენენ სტანდარტებს, ღრმად სჯერათ იმის, რაც სწამთ და განსაკუთრებულად უყვართ მბზინავი, თვალისმომჭრელი ნივთები. 

კურო

 

კუროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმყუდროვის შეგრძნებაა, ყველაფერი, რაც მათ აცვიათ, ან მათ გარშემოა აუცილებლად მათი კომფორტის ზონის წესებს უნდა იცავდეს, ამიტომ კუროებისთვის საჩუქრის შერჩევამდე აუცილებელია მათი გადმოსახედიდან დაინახოთ ესა თუ ის ნივთი.

ტყუპები

 

ტყუპებს უყვართ წვეულებები, ხმაური, მბზინავი ნივთები, მათ გარშემო ყოველთვის მხიარულებაა. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის საუკეთესო საჩუქარი, სწორედ მათი პიროვნულობის რეფლექსია იქნება - რაღაც კაშკაშა და თვალისმომჭრელი.

კირჩხიბი

 

ერთგული და მოსიყვარულე კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნაა, დღესასწაულზეც ისინი თქვენგან არა საჩუქრებს, არამედ სითბოს ითხოვენ. თუმცა, არსებობს კირჩხიბის გულის მოგების კიდევ ერთი გზა - გაუკეთეთ მათ ისეთი საჩუქარი, რომელიც ყოველთვის თქვენს თავს და თქვენთან დაკავშირებულ მოგონებებს შეახსენებს.

ლომი

 

ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიშანი, რომელსაც მეფეებისა და დედოფლების ნიშანსაც კი უწოდებენ - ლომი ყველა წვეულებისა და ღონისძიების მთავარი ვარსკვლავია, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ ფუფუნების საგნები და ყურადღებას ყოველთვის აქცევენ დახვეწილ ნივთებს.

ქალწული

 

ერთი ქალწული თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს გვერდით, განსაკუთრებით დღესასწაულის დროს. ამ ნიშნის ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში მხიარულება შემოაქვთ და ისინი ყოველთვის ერთი თავით მაღლა დგანან მატერიალურ ნივთებზე, ამიტომ თუ ქალწულების გახარებას განიზრახავთ, აუცილებლად მათი კომფორტის ზონის აღქმიდან გამომდინარე შეარჩიეთ საჩუქარი.

სასწორი

 

დროა ყველაზე გემოვნებიან, მოდურ და დახვეწილ ნიშანზე გადავიდეთ, სასწორისთვის საჩუქრის შერჩევა შესაძლოა ერთ დიდ თავსატეხად გექცეთ, მათ ხომ ასეთი სრულყოფილი გემოვნება აქვთ. გირჩევთ სასწორისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესში, ყურადღება ესთეტიკურად მიმზიდველ ნივთებზე გააკეთოთ, რადგან ეს ერთადერთი რამაა, რითიც სასწორების გაოცებას შეძლებთ.

მორიელი

 

მორიელები მაგნიტური, იდუმალი ადამიანები არიან, რომლებსაც ღრმა, მისტიკური კავშირი აქვთ თავიანთ შინაგან სამყაროსთან. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა ყველაზე მეტად გაგიძნელდებათ, ერთი მხრივ მათი გაოცება თითქმის შეუძლებელია, მეორე მხრივ კი მათ საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ. მორიელების ემოციურობიდან გამომდინარე, გირჩევთ, რომ მათთვის პირადული საჩუქარი შეარჩიოთ.

მშვილდოსანი

 

მშვილდოსნებისთვის საჩუქრის შერჩევა მარტივი საქმე არ გეგონოთ, საკმარისია მათ ინტერესი გამოიჩინონ რაიმეს მიმართ და იმ წუთშივე დაკარგონ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები აზრს საკმაოდ სწრაფად იცვლიან, მათ ხომ უბრალოდ ყველაფერი ბეზრდებათ. მაშინ, რითი მოვიგოთ მშვილდოსნების გული? - მშვილდოსნები შეგიძლიათ ანტიკვარული ნივთებით, მათთვის აქამდე უცნობი საჩუქრით მონუსხოთ.

თხის რქა

 

თხის რქები მატერიალური და ემოციური სამყაროების ოსტატები არიან, მათთვის საჩუქრის შერჩევა ნიშნავს ორ რამეს: ერთი მხრივ ან ძალიან კარგად გაიცნოთ ამ ადამიანის შინაგანი სამყარო და შეეცადოთ, რომ ის ამ საჩუქრით აღბეჭდოთ, ან ადრესატის დახვეწილი გემოვნების გათვალისწინებით ძვირადღირებულ ნივთზე გააკეთოთ არჩევანი.

მერწყული

 

თქვენ ან ძალიან კარგად იცნობთ თქვენი საჩუქრის ადრესატ მერწყულს და მის შინაგან სამყაროს, ან ის თქვენგან სრულიად უცნობია - მერწყულების შემთხვევაში შუალედი უბრალოდ არ არსებობს. ამ ნიშნის ადამიანები მხოლოდ ერთეულებს უშვებენ ახლოს, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მერწყული არ გვიღებს შინაგანი სამყაროს კარს? ამ შემთხვევაში მას შინაარსობრივი დატვირთვის მქონე საჩუქარი შეურჩიეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყიდოთ რაიმე სიმბოლური.

თევზები

 

რას გავაკეთებდით, ჩვენს ცხოვრებაში თევზები რომ არ არსებობდნენ? - ალბათ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ჩვენი მინიმალური ყურადღებაც კი აბედნიერებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ საჩუქრებზე, ისინი პირველ ყოვლისა ჩვენით არიან მოხიბლულები და მნიშვნელობას იმას ანიჭებენ, რომ მათთვის საჩუქარი შევარჩიეთ და არა იმას თუ რა შევარჩიეთ. გირჩევთ, თევზებს ყველაფერი გულით აჩუქოთ, ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ.

ფოტოგრაფი: კოდი გულიფოილი

სტილისტი: სარა ჩიპანი

ზევით