რამ განაპირობა კორეული თავის მოვლის საშუალებების თავბრუდამხვევი პოპულარობა?

ბოლო წლების განმავლობაში სილამაზის ინდუსტრიამ იმაზე დიდი ცვლილება განიცადა, ვიდრე მთელი დეკადის განმავლობაში და ამაში კორეულ კოსმეტიკასა და კორეელების ინოვაციურ მიდგომებს უნდა ვუმადლოდეთ. კორეული თავის მოვლის პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობენ საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე ისეთი ბრენდები გამოჩნდნენ, როგორებიცაა Mizon, Missha თუ Innisfree, ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი-ორად გამარტივდა.

 

 Dr. Jart+ Peptidin™ Radiance Serum ($48)

ყიდვა

კორეული კოსმეტიკის პოპულარობა

ბოლო ათი წლის განმავლობაში, კორეული ბიუთი-ინდუსტრია ფეხზე მყარად დგომას აგრძელებს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბიუთი ქვეყნების ათეულშიც იკავებენ საპატიო ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ წლების გამავლობაში ბიუთი სამყაროს წამყვან ქვეყნებად საფრანგეთი და იაპონია ითვლებოდნენ, კორეამ მათი ხარისხი და კიდევ უფრო მეტიც სულ რამდენიმე წელში დადო და ეს პირველ ყოვლისა, კორეული კოსმეტიკის ინოვაციურობითა და არსებული ფორმულებისა და ტექნოლოგიების ახლებური მიდგომებით აიხსნება.

 

Watermelon Glow PHA +BHA Pore-Tight Toner ($34)

ყიდვა

კორეელი მწარმოებლების უნიკალურობის შესახებ..

კორეული კოსმეტიკის პოპულარობას, არა მხოლოდ ორიგინალური შეფუთვები და ტექსტურის მრავალფეროვნება განაპირობებს, არამედ თავად პროდუქტების აქტიური კომპონენტებიც. კანის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად, კორეელები, უახლეს ტექოლოგიებს იყენებენ, პროდუქტების ინგრედიენტთა შორის კი ხშირად სილამაზის ინდუსტრიისთვის უჩვეულო დანამატებსაც აღმოაჩენთ.

 

 Belif Aqua Bomb Mist ($34)

ყიდვა

კორეელები როგორც ინოვატორები

ისეთი რევოლუციური პროდუქტები, როგორებიცაა ნაჭრის ნიღბები, კუშონები და CC კრემები, სწორედ კორეაში შეიქმნა, კორეასვე უნდა ვუმადლოდეთ კანის მოვლის მრავალეტაპიანი რუტინის არსებობას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი დამსახურებით ჩვენი სახის კანის მოვლის რიტუალში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა სახის შრატები, ტონერები, ესენციები და მრავალი სხვა.

 

THEN I MET YOU Living Cleansing Balm ($38)

 ყიდვა

 

LANEIGE - Lip Sleeping Mask ($22)

ყიდვა

 

Missha Super Off Cleansing Oil ($19)

ყიდვა

 

Thank You Farmer Sun Project Light Sun Essence SPF ($27)

ყიდვა

 

ზევით