რას გვიმზადებს შეუპოვარი ხარის წელი?!

zodiaqo cover

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თეთრი ხარის წელიწადი იწყება. წინ სიმტკიცის, წინსვლის და ცვლილებების პერიოდია, რომელიც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ამბიციური და ურყევი ხასიათის მქონე ადამიანებისთვის 2021 განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება, თუმცა ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დადგომა ყველას მოგვიწევს.

2021 ბიზნესის დასაწყებად, ახალი სამსახურის მოსაძებნად და პროფესიული განვითარებისთვის იდეალური დროა. მთავარია, იცოდეთ, რა გინდათ?! რაც მთავარია, იყავით პირდაპირები და სათქმელი ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვით. ხარი პირდაპირი და შეუპოვარი არსებაა, ამიტომ მლიქვნელობა არ უყვარს. ხარს უყვარს შრომა, მაგრამ გადამეტებული ენერგიის მიღებამ და ხარჯვამ შეიძლება გადაგწვათ, ამიტომ იმუშავეთ საკუთარ ენერგეტიკაზე და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

და ბოლოს, როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

 

verdzi sign

ვერძი

ყველაზე ამბიციური ნიშნისთვის 2021 ბევრი თავგადასავლით იქნება სავსე. თუ გასული 12 თვის მანძილზე წარუმატებლობის გამო ბრაზი და უარყოფითი ენერგია არაერთხელ გიგრძვნიათ, ხარის წელში საკუთარი ინტერესების დაცვას გაცილებით მარტივად შეძლებთ. დროა ხმამაღლა დააფიქსიროთ თქვენი სურვილები და დაიცვათ საკუთარი ინტერესები, პროფესიულ, თუ პირად ასპექტში.

kuro sign

კურო

კაშკაშის დროა! მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მთელი სამყარო შეირყა, თქვენ ფეხზე მყარად იდექით და გარკვეული პერსონალური ცვლილებებიც გამოიარეთ. შინაგანმა ძალამ აქამდე მოგიყვანათ, მომავალ 12 თვეში კი გაცილებით მეტს მიაღწევთ. თქვენს წარმატებას ურანს უნდა უმადლოდეთ, რომელიც თქვენს ნიშანზე ე.წ. სატრანზიტო გზას გადის. იყავით ისეთი, როგორიც ხართ, არ გადაუხვიოთ საკუთარ მიზნებს და ყველაფერი კარგად იქნება!

 

tkupebi sign

ტყუპები

ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდებით, რაც ძალიან კარგია. თქვენს ულევ ენერგიას და შინაგან ბრწყინვალებას ნებისმიერი შეამჩნევს. თქვენი აზრი სხვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება და რჩევისთვის ბევრი მოგაკითხავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. თუ თქვენს ცხოვრებაში ცვლილების განხორციელება გსურთ, უკან ნურაფერზე დაიხევთ და ბედს მიენდეთ. ყველაფერი გამოგივათ!

 

kirchxibi sign

კირჩხიბი

ინტელექტუალური და სპირიტუალური განვითარების დროა! საკუთარ თავს არაერთ შეკითხვას დაუსვამთ და ძირითად დროს ძიებაში გაატარებთ. თუ გასულ წელს საკუთარ თავში ჩაიკეტეთ და საფიქრალი გვერდზე გადადეთ, ამჯერად პასუხებს მიაგნებთ. წლის ბოლოს პლანეტების განლაგება თქვენს ენერგეტიკაზე განსაკუთრებით იმოქმედებს, ამიტომ იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

 

lomi sign

ლომი

გასულ წელს ბევრი გეგმის განხორციელება შეაჩერეთ, მაგრამ ლოდინის რეჟიმი დასრულდა. პლანეტები თქვენს წარმატებას წინასწარმეტყველებენ. 2021-ში წარმატებას არა ერთხელ აღნიშნავთ! წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ თქვენი შეუპოვრობით მათი გადალახვა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ მცირე დაბრკოლებებია, რომლებმაც მიზნისკენ სწრაფვის სურვილი არ უნდა გაგინელოთ.

 

kaltsuli sign

ქალწული

წელს საკმაოდ დაკავებული იქნებით. ცვლილებები არამხოლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერაშიც მოხდება. თქვენი ენერგიის დიდ ნაწილს სამსახური წაიღებს, მაგრამ ამავდროულად, აქცენტი თქვენს ოჯახსა და ჯანმრთელობაზე უნდა გააკეთოთ. ყველაფრის დროულად მოსწრებას შეეცდებით, მაგრამ მცირე წარუმატებლობა ნუ შეგაშინებთ, ეს მხოლოდ დროებითია. იუპიტერის გავლენით ბევრი ქალწული თავის მეორე ნახევარს მიაგნებს, რაც თქვენს მცდელობებს სასიამოვნოდ დააგვირგვინებს.

 

sascori sign

სასწორი

2021-ში ნამდვილი ვარსკვლავივით შეაბიჯებთ. თუ თქვენს ოჯახში ადგილი კონფლიქტებს ექნება, თქვენ ყველაფერს ჩვეული სიმშვიდით და გაწონასწორებული ხასიათით მიუდგებით, რაც პრობლემების მალე გადაჭრაში დაგეხმარებათ. წლის დასაწყისში და-ძმებთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობის დრო გამონახეთ! ეს საკუთარ თავში დადებითი ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 

morieli sign

მორიელი

2021 თქვენთვის ახალი ჰობის და ინტერესის სფეროს მოძებნის დროა. ასევე, შეძლებთ იმ საზღვრების დაწესებას, რაც თქვენი თავისთვის დროის გამოძებნაში დაგეხმარებათ. წლის დასაწყისში ფოკუსირებას ოჯახზე მოახდენთ. პლანეტების განლაგების გამო შეიძლება ადგილის შეცვლის, ან ინტერიერის დიზაინის სურვილი გაგიჩნდეთ. უკან ნუ დაიხევთ, გააკეთეთ ის, რაც გსურთ! ხარის წელი თქვენი კაშკაშის დროა, ამიტომ შინაგან ეჭვებს თქვენი შეჩერების საშუალებას ნუ მისცემთ!

 

mshvildosani sign

მშვილდოსანი

წლის დასაწყისში უამრავი იდეა გაგიჩნდებათ, რომელთა განხორციელებასაც გაზაფხულიდან დაიწყებთ. იდეალური დროა ახალ კურსებზე სიარულის დასაწყებად, კულინარიის შესასწავლად, თუ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. სამყარო უამრავ გამოწვევას გამოგიგზავნით, რომლებსაც არ უნდა შეუშინდეთ. ეს მხოლოდ ის დაბრკოლებებია, რომლებიც გაგაძლიერებთ და თქვენს შინაგან სამყაროს გაამრავალფეროვნებს.

 

txis rqa sign

თხის რქა

2021 საკუთარ თავში მოგზაურობით დაიწყება. კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთ გადაწყვეტილებას დააყენებთ. საკუთარ თავთან ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით. იანვრის ბოლოდან პლანეტების განლაგება იცვლება და შინაგან ჰარმონიასაც იპოვით. მნიშვნელოვანი პერიოდი თებერვლიდან იწყება, როდესაც ახალი იდეები გაგიჩნდებათ. თუ მანამდე დროს ოჯახს და გართობას დაუთმობთ. გაზაფხულის დასაწყისში გაცილებით პროდუქტიული იქნებით. წარმატება თქვენთანაც მოვა, მთავარია თქვენს გულსა და გონებას შორის სწორი ბალანსი დაიცვათ.

 

merckuli sign

მერწყული

დღესასწაულების პერიოდი შესაძლოა ცოტა დამღლელი იყოს, ამიტომ ძალების აღდგენისა და საკუთარი თავის გამოცოცხლების გზების ძიებას დაიწყებთ. საქმეს ყურადღებით მიუდექით და ენერგიის დიდი ნაწილი კარიერის მიმართულებით გაუშვით. 14 იანვარი თქვენთვის გარდამავალი დღეა, რამაც შესაძლოა თქვენს ეგოსაც მიაყენოს დარტყმა. ყველა დაბრკოლება გაკვეთილად მიიღეთ, რომელიც თქვენს პერსონალურ ზრდას დაეხმარება. ხარის წელი განსაკუთრებით იმოქმედებს თქვენს შინაგან და პროფესიულ ზრდაზე, ამიტომ ენერგიას ნუ დაიშურებთ!

 

tevzebi sign

თევზები

თქვენ ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე ნიშანი ხართ! თანაგრძნობასა და სიკეთეს ასხივებთ, მაგრამ ხშირად სხვები ამით სარგებლობენ. წელს თქვენი მეგობრების სიას უნდა გადახედოთ და გაარკიოთ, ვინაა თქვენი ნერვიულობის, თანაგრძნობისა და ზრუნვის ღირსი?! საბედნიეროდ ძალიან კარგი ადამიანების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც თქვენს ემოციურ შინაგან სამყაროს გააძლიერებენ. აუცილებლად იპოვეთ ძალა საკუთარი თავის დასაცავად, რადგან ხარის წელი ბევრ გამოცდას მოგიწყობთ. 2021 იდეალურია ახალი ბიზნესის დასაწყებად.

ზევით