რას ნიშნავს ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა?

​მარტივი და თითქმის შეუმჩნეველი ცვლილებების ხარჯზე, გარეგნობის მნიშვნელოვნად შეცვლა თანამედროვე კოსმეტოლოოგის ხარჯზე მარტივად არის შესაძლებელი. საკუთარ თავსა და სილამაზეზე ზრუნვა ნებისმიერ ასაკში ყველა ქალის პრიორიტეტი უნდა იყოს და თუ კი არსებობს გარეგნობაში ისეთი რამ, რაც დისკომფორტს გიქმნით, კოსმეტოლოგიური კაბინეტები სახის ნაკვთების მოდელირების სრულიად უსაფრთხო და ეფექტურ მოდელირების მეთოდს - ფილერს გვთავაზობენ.

ფილერი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, იგი  კვებავს კანის ქსოვილებს და ატენიანებს მას. ამიტომ ფილერი აბსოლუტურად ბიოთავსებადი და უსაფრთხოა. არ იწვევს ალერგიას და არ საჭიროებს  სარეაბილიტაციო  პერიოდს. ფილერის გაწოვა დროთა განმავლობაში ხდება ბუნებრივად.

ფილერი

პროცედურას, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით ნახევარი საათია, დაუყოვნებელი შედეგი აქვს. თუმცა, სანამ კოსმეტოლოგს მიმართავთ, აუცილებლად გაარკვიეთ თუ რამდენად გამოცდილი სპეციალისტია, როგორი სახისა და რომელი ქვეყნის პრეპარატს იყენებს. დაიმახსოვრეთ, ამ შემთხვევაში იაფი არასდროს ნიშნავს კარგს! კარგი, ევროპული ფილერის პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ლამაზი სახის ნაკვთები კარგია, მაგრამ უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უფრო მეტად! 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ცხვირის ფორმის შეცვლა საკმაოდ მარტივი პროცედურის დახმარებითაა შესაძლებელი. ასე, რომ მხოლოდ ორი დეტალის დაზუსტება მოგიწევთ - ეს ფილერის ხარისხი და კოსმეტოლოგის გამოცდილებაა. სხვანაირად კი, ფილერის პროცედურა, უმტკივნეულოა, უსაფრთხოა და დაუყოვნებლივი შედეგი აქვს. 

ზევით