ATTIRANCE-ის კამპანია: რას ნიშნავს თქვენთვის Less is More?

Less is More („ნაკლები ნიშნავს მეტს“) კონცეფციაზე დაყრდნობით, სილამაზის ბრენდმა ATTIRANCE-მა ახალი კამპანია წარადგინა, რომლის მიზანი თავის მოვლის მინიმალისტური მიდგომის პოპულარიზაცია გახლავთ. გლობალური გამოწვევების ეპოქაში, რომელშიც კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემები კაცობრიობის მთავარ საზრუნავად გვევლინება, მდგრადი სილამაზის იდეის განვითარება და დამკვიდრება თითოეული ინდივიდის პირად პასუხისმგებლობად იქცა.

სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდება ATTIRANCE და მისი გუნდი და ახალი კამპანიით მოუწოდებს მომხმარებლებს გააზრებული არჩევანი გააკეთოს და ფოკუსირდეს მხოლოდ საჭიროზე. მინიმალისტური მიდგომა თავის მოვლასა და ცხოვრების სტილში გვაძლევს საშუალებას ვკონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, დავაწესოთ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი და დავინახოთ შედეგი.

„Less is More კამპანიით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ სწორი თავის მოვლისთვის არ არის საჭირო ბევრი და მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა და მათი ჭარბი გამოყენება. საპირისპიროდ, მაქსიმალური შედეგის მისაღწევი გასაღები ინდივიდუალურ მიდგომაში იმალება, რომელიც ოპტიმალური რაოდენობით მოხმარებას გულისხმობს.

კამპანიის ვიდეოში ჩვენ ვთხოვეთ განსხვავებული პროფესიის, წარმატებულ ადამიანებს გაეზიარებინათ მათი აზრი Less is More-ის შესახებ და წამოვწიეთ ის ბენეფიტები რაც მინიმალისტურ მიდგომას ახლავს თან“ - აცხადებს ტატა ვაჩნაძე, ATTIRANCE-ის მარკეტინგის მენეჯერი.

და თქვენთვის რას ნიშნავს Less is More?

ზევით