#სილამაზე

რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ყოველდღიურად?

გაზიარება:

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

უმეტესობამ ვიცით მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ზაფხულის თვეებში მზის დამწვრობისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

ჩემი, და არამხოლოდ ჩემი, დერმატოლოგებისა და კანის მოვლის მოყვარულების რჩევაა -ყოველთვის ატაროთ მზისგან დამცავი საშუალება, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის კანი გაქვთ ან რა ამინდია. რამდენიმე საერთაშორისო მზისგან დამცავის ბრენდების ნახვას შეძლებთ ჩემს ინსტაგრამ გვერდზეც.

რატომ უნდა ატაროთ მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის მოღრუბლულ დღეებშიც კი? 

მზის სხივების 80 პროცენტს შეუძლია ღრუბლებში გააღწიოს, (ასევე ფანჯარაშიც) ასე რომ, თუ ფიქრობთ მოღრუბლულ დღეს დაცვაზე უარის თქმას, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. მზისგან დამცავი - პრევენციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ჩვევაა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მთელი წლის განმავლობაში. თოვლს შეუძლია ულტრაიისფერი (UV) სხივების 80 პროცენტამდე ასახვა, რაც ზრდის მზის დაზიანების რისკს. ასევე, რაც უფრო მაღლა ვართ, მაგალითად მთაში, მით მეტია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, ამიტომ მზისგან დამცავი საშუალება გადამწყვეტია ოჯახური სათხილამურო დასვენებისთვისაც. 

Supergoop! Play Everyday Lotion (2.4 oz.)

ყიდვა

ჩამოგითვლით მნიშვნელოვან მიზეზებს, რის გამოც უნდა გავხადოთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ყოველდღიური ჩვევა:

1. მზისგან დამცავი საშუალება იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან: ოზონის შრის ცვლილებამ გაზარდა მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაზიანების რისკი. მზისგან დამცავი საშუალება ბლოკავს ამ სხივებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მზის დამწვრობის ალბათობას. შეიძინეთ მზისგან დამცავები მინიმუმ 30%-იანი დამცველობით, არ გირჩევთ უფრო ნაკლების გამოყენებას. გამოიყენეთ სახეზე, ყელზე, ხელებზე და იმ ადგილებში, რომელიც არ არის დაფარული ტანსაცმლით.

La Roche-Posay Anthelios Melt-In Milk Body & Face Sunscreen SPF 60

ყიდვა

2. ამცირებს კანის კიბოს რისკს: კანის კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეერთებულ შტატებში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2013 წელს 71 943 ადამიანს დაუსვეს კანის მელანომის დიაგნოზი და აქედან 9 394 შემთხვევა ფატალური იყო. მზისგან დამცავი კრემის ყოველდღიურად წასმით თქვენ ორჯერ ამცირებთ კანის კიბოს რისკს. 

SkinCeuticals Physical Fusion UV Defense SPF 50

ყიდვა

3. ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას: ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაზიანება იწვევს კანის ფოტოდაბერებას, რომელიც ხასიათდება სქელი, ტყავისებრი იერით, გაუფერულება და კოლაგენის დაშლა, რაც ხელს უწყობს ხაზების წარმოქმნას და ნაოჭებს. კვლევებმა აჩვენა, რომ 55 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ მზისგან დამცავ კრემს, 24 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ დაბერების ამ ნიშნების განვითარების, ვიდრე მათ, ვინც არ იყენებს. ხშირად მზისგან დამცავის გამოყენება გვავიწყდება დეკოლტეს არეში, რომელიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქალებისთვის. ამიტომ არ გამოგრჩეთ ეს ზონაც.

Tatcha The Silk Sunscreen Mineral Broad Spectrum SPF 50

ყიდვა

4. გეხმარებათ კანის თანაბარი ტონის შენარჩუნებაში: მზისგან დამცავი საშუალება გეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუფერულება და მუქი ლაქები, გეხმარებათ კანის უფრო გლუვი და თანაბარი ტონის შენარჩუნებაში. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ რამდენიმე თვეა, რაც სახლშიც კი ვიყენებ მზისგან დამცავს. კანი ნაკლებად მიშრება, აქვს ჯანსაღი ფერი და რაც მთავარია მაქვს ერთ ფერში და არ ვჭრელდები.

ზევით