#სექსი და ურთიერთობები

WHY LESBIAN PORN - ჰეტეროსექსუალი ქალების გატაცება ერთსქესიანი პორნოგრაფიით

გაზიარება:

თქვენ ჰეტეროსექსუალი ქალი ხართ, მაგრამ უყურებთ ლესბოსელების პორნოს. გილოცავთ! მარტო ნამდვილად არ ხართ! ერთ სქესიანი პორნოგრაფიით აფინირება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, ქალების შემთხვევაში კი ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის სიამოვნებაზე ხაზგასმაა.

ლესბოსელების პორნო, LESBIAN PORN, სექსი, კვლევა

დიახ, „გოგო-გოგოსთან” მთლიანად ქალის სექსუალურ მოთხოვნებზეა აგებული და ხშირად საკუთარ სურვილებში გარკვევაშიც გვეხმარება. 2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორნო საიტის კვლევის მიხედვით, 12 თვის მანძილზე ვებ პორტალზე ყველაზე მოთხოვნადი რუბრიკა Lesbian Porn გახლდათ. ამავე კვლევის მიხედვით მდედრობითი სქესის მომხმარებლების 70% სწორედ ერთ სქესიან პორნოს ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის კი დიდი ნაწილი ჰეტეროსექსუალი ქალია.

„ბუნებრივ პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს” - ამბობს ჯენი სკაილერი - სექსოლოგი და ინტიმური ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი კოლორადოდან.

ყველა, ვისაც ჰეტეროსექსუალების პორნო ნანახი აქვს, იცის, რომ კაცის და ქალის შემთხვევაში, ქალი კულმინაციას მალე აღწევს და აქცენტი ძირითადად მამაკაცის სიამოვნების გახანგრძლივებაზე კეთდება. ლესბოსელების პორნოგრაფია კი ქალის სიამოვნებაზეა აქცენტირებული და ეროგენული ზონების სტიმულაცია გაცილებით დიდ ხანს გრძელდება.

ლესბოსელების პორნო, პორნოს ყურება, სექსი

ხშირად ქალები Lesbian Porn-ს პარტნიორისთვის საკუთარი სურვილების განსამარტადაც იყენებენ, რაც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში ვნებების მოზღვავების კატალიზატორი ხდება. არსებობს უსაფრთხოების ასპექტი, რომელიც წარმოუდგენლად მიმზიდველია ლესბოსურ პორნოში. მსახიობების სხეულები ქალი მაყურებლისთვის ისეთივე ნაცნობია, როგორც სიამოვნების ეტაპები. ქალი მაყურებელი აქტთან საკუთარ თავს აიგივებს და ხშირად საკუთარი სხეულის უკეთ შეცნობასაც იწყებს.

lesbian porn, ქალების პორნო, სექსი, პორნოს ყურება

ჩნდება კითხვა - ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მეც ქალები მომწონს? ერთსქესიანი პორნოს ყურება იდენტობის კრიზისის მანიშნებელი არაა! თუ ეკრანზე ქალების სქესობრივი კავშირის ყურება გსიამოვნებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას რეალურ ცხოვრებაშიც აუცილებლად ცდიდით.

მოკლედ, უყურეთ იმას, რაც გსიამოვნებთ და აღმოაჩინეთ საკუთარი სურვილები. თუმცა ზემოხსენებული კვლევის კიდევ ერთი ასპექტი გაითვალისწინეთ - მომხმარებელი, რომელიც პორნოს კვირაში ერთხელ, ან უფრო იშვიათად უყურებს, სიამოვნებას იღებს, ხოლო მომხმარებელი, რომელიც პორნოს ყურებით კვირაში რამდენიმე დღეა დაკავებული, ნელ-ნელა რეალობას წყდება.

ზევით